ახალი ამბები
Home / აქცია / გიგა მაქარაშვილი-„ვიქნებით აქ ბოლომდე,არ გავჩერდებით“ დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან

გიგა მაქარაშვილი-„ვიქნებით აქ ბოლომდე,არ გავჩერდებით“ დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან

კვლავ გრძელდება აქციები ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ოფისებთან, ასევე კონტრაქციები და დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის ოფისებთანაც, რასაც თან სდევს შეხლა-შემოხლა და დაპირისპრება.

მორიგი აქცია ოცნების მთავარ ოფისთან ისევ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისდტებმა გამართეს.

მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ოფისთან 5 აქტივისტი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. მაქარაშვილის ცნობით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მათი მისამართით პიროტექტნიკა ისროლეს.

როგორც მაქარაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, პოლიციის წარმომადგენლებმა მათ ტერიტორიის ყვითელი ავტობუსებით დატოვება შესთავაზა. მისივე განცხადებით, ამაზე დათანხმებას არ აპირებენ. „ვიქნებით აქ ბოლომდე იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დადგეს პრეცედენტი, როცა პოლიცია დაიცავს და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებას ბოლომდე დავიცავთ”, – განაცხადა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან მოძრაობა “სირცხვილია” და “შეცვალე” “ქართული ოცნების” ოფისთან აქციას მართავს. იქვე იმყოფებიან “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრებიც. მათ შორის რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

უგულავა, კეზერაშვილი და სხვები, ყოფილი მაღალჩინოსნების ზღვარგადასული გართობა

ეს ფოტოები წვეულების ერთ-ერთმა სტუმარმა მოგვაწოდა. მისი თქმით, ფოტოები ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, მისი მეუღლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com