ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ გარეჯში გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ჰყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ“-ანდრია ჯაღმაიძე

„ გარეჯში გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ჰყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ“-ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.

ამის შესახებ განცხადება, ბაქოში გამრთული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება.

დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი მეუფე იაკობმაც გააკეთა. მისი განცხადებით გარეჯის ტერიტორიაზე, ვინც წინ გადაეღობება, არცერთი სამინისტრო აღარ დარჩება.

დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, შეხვედრას დღესაც გამართავენ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ქმარი(ვაშაძე) რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ცოლი(ანანიაშვილი) ამ დროს კრემლშია

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com