ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გვარამიას აზრით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან უნდა გააძევონ

გვარამიას აზრით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან უნდა გააძევონ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook-ის გვერდზე წერს, რომ ყველა, ვინც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს, უკიდურესად უნდა შევიწროვდეს. გვარამიას აზრით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან უნდა გააძევონ. 

„ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს, რომ მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე, პირადად, ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოვესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს”,-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com