ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „გეტოდან ჩანთით 2500 ბავშვზე მეტი გამოიყვანა“-ეს ირენ სანდლერია, ბებო-ანგელოზი

„გეტოდან ჩანთით 2500 ბავშვზე მეტი გამოიყვანა“-ეს ირენ სანდლერია, ბებო-ანგელოზი

ეს ირენ სანდლერია, ბებო-ანგელოზი.
მან 2500-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა.
ირენ სანდლერი პოლონეთის იატაკქვეშა მოძრაობის წევრი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც მედდა, ვარშავის გეტოში შედიოდა. ამ უფლების მოპოვებაში გერმანულმა წარმომავლობამ შეუწყო ხელი.
ირენ სანდლერს ჩანთით და მანქანით გეტოდან ბავშვები გამოჰყავდა – ჩვილები, მოზრდილები.
ჰყავდა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომელსაც ჭიშკარში შესვლა-გამოსვლის დროს აყეფებდა. ერთი, რომ გუშაგები მანქანას ”ავი” ძაღლის გამო აღარ ეკარებოდნენ და მეორეც, ყეფა ფარავდა ბავშვების ხმას.
ასე გამოიყვანა გეტოდან 2500 ბავშვზე მეტი. ბავშვებს პოლონელი ოჯახები მალავდნენ.

მაინც გაუგეს, დაიჭირეს და ისე აწამეს, ხელ-ფეხი დაემტვრა. გადარჩა და ისევ გააგრძელა იატაკქვეშა საქმიანობა.
ირენ სანდლერი ბავშვების მონაცემებს მეგობრის ბაღში, ვაშლის ხის ძირას, მიწაში მინის ქილით ინახავდა, რომ ომის დამთავრების შემდეგ მშობლებს და შვილებს ერთმანეთის პოვნა შესძლებოდათ.
ომის შემდეგ ამ მონაცემებით მართლაც მოძებნეს გაზის კამერებს გადარჩენილი მშობლები. ობლების ნაწილი პოლონელებმა იშვილეს, ნაწილი ებრაელთა ბავშვთა სახლებში გადაიყვანეს.
პოლონეთის კომ.პარტიამ კი ირენ სანდლერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
1949 წელს მორიგი დაკითხვების დროს იგი ფეხმძიმედ იყო. ბიჭუნა ნაადრევად დაიბადა და თერთმეტ დღეში გარდაიცვალა.
ირენ სანდლერს აკრძალული ჰქონდა ქვეყნიდან გასვლაც, მიზეზი: ქვეყნის მთავრობასთან პოლიტიკური შეუთავსებლობა. მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის შეცვლის შემდეგ შეძლო ისრაელში ჩასვლა, საიდანაც გამუდმებით მოსდიოდა მოწვევა.
გარდაიცვალა 2008 წელს, 98 წლის ასაკში, ვარშავაში, თავის ერთოთახიან ბინაში.
2007 წელს პოლონეთმა და ისრაელმა ირენ სანდლერი ნობელის პრემიაზე წარადგინა მშვიდობის დარგში. პრემია მიანიჭეს ალბერ გორს, ამერიკის ვიცე-პრემიერს – გლობალური დათბობისადმი მიძღვნილი სლაიდ-შოუსთვის.

“ჩვენ, ვინც ბავშვები გადავარჩინეთ, გმირები არ ვართ. ეს სიტყვა დღემდე მთრგუნავს. პირიქით, დღემდე სინდისი მაწუხებს, რომ ასე ცოტა გავაკეთე… შემეძლო, მეტი
გამეკეთებინა. ეს სინანული გამყვება სიკვდილამდე” .
“თითოეული ბავშვის გადარჩენა ჩემი დიდების მიზეზს კი არ იძლევა, არამედ ჩემი არსებობის გამართლებაა ამ ქვეყანაზე.”

წყარო: „მოაზროვნეთა გვერდი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სულ მცირე 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა, გაიზრდება დასაქმება“-ნათია თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ქვეყანაში 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა, რაც ...