ახალი ამბები
Home / Uncategorized / გერმანიაში სამუშაოდ წასულ ქართველ დასაქმებულებს პირობების გაუმჯობესებასპირდებიან

გერმანიაში სამუშაოდ წასულ ქართველ დასაქმებულებს პირობების გაუმჯობესებასპირდებიან

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების შეთანხმება 2020 წლის იანვარში გააფორმეს გერმანიის დასაქმების სააგენტომ და საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ. ამ შეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის 14 აპრილიდან 15 მაისამდე გერმანიაში გაემგზავრა 54 მოქალაქე.

სამუშაოდ წასული ქართველი ახალგაზრდების მდგომარეობა გაუმჯობესდება,ამის შესახებ ინფორმაციას ტვ იმედი ავრცელებს.დამსაქმებლები შრომითი პირობების დარღვევის გამო გერმანული კანონმდებლობით პასუხს აგებენ. როგორც უკვე გაირკვა საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ მივლინებული ადამიანები უმძიმეს სამუშაო პირობებში იმყოფებიან.მათ გარდა უმძიმესი სამუშაო და საცხოვრებელი პირობები აქვთ. გარდა ამისა. დამსაქმებელი შეპირებული 9 ევროს ნაცბვლად 3 ევროს უხდის,რაც წინასწარ შეთანხმებულ სამუშაო პირობებს არღვევს.

გერმანიაშიდასაქმებულმაორმამოქალაქემრადიოთავისუფლებასუთხრარომთითქმისერთკვირიანიუშედეგოლოდინისშემდეგ სამუშაო

ხელშეკრულების ერთი ნაწილი

ხელშეკრულების ერთი ნაწილი

დატოვეს, რის შესახებაც აცნობეს სააგენტოს.
დასაქმების სააგენტოში აცხადებენ, რომ ინდივიდუალური ხელშეკრულებების პირობების დარღვევისთვის განსაზღვრულია სანქცია, თუმცა რა ითვლება კონტრაქტის დარღვევად და რა ემუქრებათ დამსაქმებლებს, არ დაუკონკრეტებიათ.
გერმანიაში დასაქმებულმა რადიო თავისუფლებას გაფორმებული კონტრაქტი გამოუგზავნა.

რაწერიადასაქმებულებისკონტრაქტში?

  1. დასაქმებული დაქირავებული იქნება მოსავლის აღების დროებით სამუშაოზე მაქსიმალური ვადით 3 თვე (მაისი-ივლისი);
  2. კვირის მანძილზე სამუშაო დრო – 48 საათი 6 დღის განმავლობაში;
  3. კონტრაქტი სრულდება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის დროს ან ხელშეკრულებით გაწერილი მიზნების მიღწევისთანავე. განსაკუთრებულ შემთხვევაში კონტრაქტის გაწყვეტა შესაძლებელია დაუყოვნებლივ. შესაძლებელია, ასევე, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში შეწყვეტაც;
  4. დაბეგრილი ანაზღაურება 9,35 ევრო საათში;
  5. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული პრეტენზიები, მოთხოვნები ძალადაკარგულად ითვლება, თუ ისინი წერილობითი ფორმით არ წარედგინება ხელშეკრულების პარტნიორს ხელშეკრულების ვადის დადგენიდან სამი თვის განმავლობაში. ეს არ ეხება საერთაშორისო აქტებზე დაფუძნებულ მოთხოვნებს;
  6. ცვლილებები, დამატებები და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, აგრეთვე ამ ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმებები უნდა იყოს შესრულებული წერილობითი ფორმით;
  7. თუ ხელშეკრულების ერთი დებულება იქნება ან გახდება სრულად ან ნაწილობრივ არაეფექტური და ძალას დაკარგავს, ეს გავლენას არ მოახდენს დარჩენილი პირობების მოქმედებაზე;
  8. ამ შრომითი ხელშეკრულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ჯარიმას – 500 ევროს ოდენობით;
  9. კონტრაქტი ექვემდებარება გერმანულ კანონმდებლობას.

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც რადიო თავისუფლებას ესაუბრა, ამბობს, რომ სამუშაო ადგილი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც ნახა, რომ თავად დამსაქმებელი არ იცავდა კონტრაქტის პირობებს, დასაქმების სააგენტო კი რეაგირებას აგვიანებდა.

„8 დღეველოდეცვლილებასმაგრამარაფერივიცირომრაღაცშეიძლებადამაკისრონმაგრამესგადაწყვეტილებაიმიტომმივიღერომისსამუშაოპირობებიარიყორაცშემოგვთავაზეს“, – თქვამან.

სანამ საქართველოს მოქალაქეები სეზონურ სამუშაოებზე გაემგზავრებოდნენ, შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს მოქალაქეებსა და გერმანელ ფერმერს შორის. საქართველოს დასაქმების სააგენტო, რადიო თავისუფლების მცდელობის მიუხედავად, ჯერ არ განმარტავს, კონკრეტულად რა ტიპის სანქციები შეიძლება ემუქრებოდეს სამუშაო პირობების დამრღვევ ფერმერს და ასევე საქართველოს 2 მოქალაქეს, რომლებმაც თვითნებურად დატოვეს სამუშაო ადგილი.

არასამართლიანიარაგონივრულიდაარაკანონიერიაქმედებაროდესაცდამსაქმებელიარღვევსსაკუთარვალდებულებებსდასაქმებულიიძულებულიხდებაშეწყვიტოსშრომითიურთიერთობარომმასდაეკისროსრაიმესახისსანქციამითუფრო,რომსახეზეგვაქვსშრომისუსაფრთხოებასთანდაკავშირებულისაკითხებიც, – აცხადებს რადიო თავისუფლებასთან პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ სურმავა.

იურისტის თქმით, თუკი დამსაქმებელი მაინც დააკისრებს დასაქმებულს ჯარიმას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელმაც შრომითი პირობების შეუსაბამობის გამო დატოვა სამსახური, ის უნდა გადაიხადოს. ასეთ დროს დამსაქმებელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მან გადაწყვიტოს, რამდენად კანონიერია დამსაქმებლის მოთხოვნა. „ყველა უკანონო სანქცია დაუშვებელია, დასაქმებულისთვის იყოს სავალდებულო”, – ამბობს თამარ სურმავა.

ამ შემთხვევას გამოეხმაურა გერმანიის ელჩი საქართველოშიც: „პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, ისინი მალე მოგვარდეს”, – განაცხადა ჰუბერტ კნირშმა.

სულ გერმანიის სხვადასხვა ქალაქში სეზონურ დასაქმებაზე საქართველოს მოქალაქეების 5 ჯგუფია წასული, რომლებიც სხვადასხვა კულტურის სეზონურ კრეფასა და დაფასოებაში მონაწილეობენ. მათთვის კონტრაქტები ინდივიდუალურად მზადდება და თითოეული ჯგუფისთვის განსხვავებული პირობებია შეთავაზებული. გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებ სააგენტოში ამბობენ, რომ ისინი კმაყოფილები არიან პროგრამით.

[განახლება] სტატია უკვე გამოქვეყნებული იყო, რა დროსაც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოდან მივიღეთ პასუხი რამდენიმე კითხვაზე. პასუხს გთავაზობთ სრულად: – „როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციაშიც იყო ცხადი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საქართველოდან სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ პირთა სახელმწიფოთაშორისი სქემის ფარგლებში გამგზავრებულ მეოთხე ჯგუფისთვის მოგვარდა ცალკეული საცხოვრებელი პირობები: კერძოდ შეკეთდა დაზიანებული კარი, წყალგაყვანილობის სისტემა, დაემატა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ასე შემდეგ. გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტო, როგორც ამის შესახებ გუშინ განაცხადა კიდეც გერმანიის ელჩმა საქართველოში, უზრუნველყოფს რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პირობა იყოს დაცული დამსაქმებლის მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული მხარე მოითხოვს საქართველოდან გამგზავრებული სეზონური მუშაკებისათვის დასაქმების ადგილის შეცვლად და ამ კონკრეტული დამსაქმებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, არამხოლოდ კონტრაქტის, არამედ საკითხის მარეგულირებელი სხვა გერმანული კანონმდებლობის ფარგლებში“.ასევე ნახეთ გამართლდა თუ არა მოლოდინები – რას ჰყვებიან გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები ასევე ნახეთ დასაქმების სააგენტო გერმანიაში დროებით დასაქმებულებზე: კონკრეტული ჯგუფის პირობები გაუმჯობესდებაასევე ნახეთ პროფკავშირები გერმანიაში სეზონურად დასაქმებულთა მდგომარეობის გამო ელჩს და მინისტრს მიმართავს

წყარო:”რადიო თავისუფლება”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს”

ხაზარაძის თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძლება მართლმსაჯულებას დაემალო. „ჩვენს ფრაქციაში ცოტა განსხვავებული ...