ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გედევან ფოფხაძე:„სჯობია წავიდე , სანამ გამრიცხავენ“

გედევან ფოფხაძე:„სჯობია წავიდე , სანამ გამრიცხავენ“

 დეპუტატი   უმრავლესობის დატოვებას აპირებს, მისი განცხადებით,  სჯობია წავიდეს, ვიდრე გარიცხონ:

“მე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ ჩემს მეგობრებთან ერთად. მგონია, რომ ჩვენ ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს. ეს რეალობაა და ფაქტობრივად, ეს ასეც ფიქსირდება უმრავლესობის სხდომებზე მათი მხრიდან, ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდეციების მიმართ, რომლებიც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში. ჯერ დანამდვილებით გადაწყვეტილებას ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი განწყობა იხრება იმისკენ, რომ ხალხთან ბოლომდე ვისაუბრო ყველაფერ იმაზე, რაზეც გუნდურობის პრინციპის დარღვევის გამო ვერ ვსაუბრობ.

მგონია, რომ თუ ჩვენ მორალური არჩევანის წინაშე ვდგებით, ეს არჩევანი გასაკეთებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესი იყოს სწორი. უნდა ჩამოვყალიბდეთ ბოლოს და ბოლოს ვინ სად რჩება, ვის რა ღირებულებები გვაქვს და მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები.

მე შეიძლება წასვლის ნაბიჯი არ გადვდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. აქ საუბარია, ვინ ვის დაასწრებს“, – განუცხადა ფოფხაძემ ჟურნალისტებს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com