ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „გგონიათ ამ მიწა-წყალს წაიღებენ სადღაც? 30 მილიონ ლარამდე კომპენსაციაზე- 800 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე უარს ამბობთ?

„გგონიათ ამ მიწა-წყალს წაიღებენ სადღაც? 30 მილიონ ლარამდე კომპენსაციაზე- 800 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე უარს ამბობთ?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი სტრატეგიული პროექტია, რადგან დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში. მინისტრის თქმით, პროექტის გარშემო სხვადასხვა არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.გარდა ამისა, მათ ეს გადაეცათ არა უფასოდ, როგორც ვიღაცები ამბობენ, არამედ 800 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. მათ უკვე 30 მილიონ ლარამდე გადაიხადეს კომპენსაციების სახით და აუნაზღაურეს ეს კომპენსაციები სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას, 280-მდე ოჯახს.

„ერთ-ერთი ასეთი ტყუილი არის, რომ თითქოს მთელი ხეობა გადაცემული აქვთ ინვესტორებს და თითქოს ზურგზე მოიკიდებენ ისინი ამ მიწა-წყალს და წაიღებენ სადღაც. ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ალბათ საჭირო არ არის იმის ახსნა, თუ რა სიკეთე მოაქვს უცხოელ ინვესტორს და უცხოურ ინვესტიციას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი საუკეთესო საინვესტიციო გარემოთი სწორედ იმის გამო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ტოლერანტულები ვართ სხვადასხვა ქვეყნის უცხოელი ინვესტორის მიმართ. ამ ტრადიციას კი არასოდეს დავარღვევთ, რაოდენ ცალკეული გამოვლინებებიც არ უნდა იყოს ამის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ინვესტორ კომპანიას რიონის ხეობაში გადაეცა მხოლოდ და მხოლოდ ის მიწა, სადაც ჰიდრონაგებობები განთავსდება.

„ეს არის საკმაოდ გრძელი გვირაბი, ეს არის დიდი ტევადობის წყალსაცავი, შენობა, სადაც აგრეგატები განთავსდება, სადერივაციო გვირაბი. ამას დიდი მიწა სჭირდება, მაგრამ არა მთლიანად ხეობა“- აცხადებს ნაია ურნავა. რეგინფო

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მიკროფონის მძარცველი ქალბატონი წულუკიანი, არ ვიცი რაში იყენებს? ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას“

” იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში ...