ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „გახარია რად გინდა მინისტრობა? წადი,არც თანამდებობა ღირს,  არც არაფერი… ასეთი სისასტიკე…“ სისხლში მოცურავე ბავშვების სახელით იცხოვრებ…“

„გახარია რად გინდა მინისტრობა? წადი,არც თანამდებობა ღირს,  არც არაფერი… ასეთი სისასტიკე…“ სისხლში მოცურავე ბავშვების სახელით იცხოვრებ…“

 

 

 

სოციალურ ქსელში აქტიურად მოქალაქები ითხოვენ  შს მინისტრის გიორგი გახარია გადადგომას.

თუმცა გახარია ამ მდრომდე რჩება პოსტზე,დახვრეტილ ახალგაზრდების გამო მადლობაც გადაუხადა სპეცრაზმს.

გახარია,  როგორ გძინავს ღამე,  საერთოდ სინდისი არ გქონია რად გინდა მინისტრობა? რუსთაველზე დახვრეტილი ბავშვები არ გესიზმრება? 18 წლის ბავშვ თვალი რო ამოთხარე,ოჯახს მაინც ეცი პატივი ,გამოდი და აღიარე დანაშაული და წადი…

დღეს თუ ხვალ მაინც მოგიწევს წასვლა სახლში…

ეს სახელი დაგრჩება-დახვრეტილი,  სისხლში მოცურავე ბავშვების სახელით იცხოვრებ…

ღმერთის გეშინოდეს დიდი ცოდვა გაქვს აკიდებული ძალიან დიდი.

არც თანამდებობა ღირს,  არც არაფერი ასეთი სისასტიკე…“

ამ  დროს გიორგი გახარია ცდილობს პასუხისმგებლობა აიცილოს და მომხდარი სხვას გადააბრალოს.

„გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე ქალაქისთვის, თბილისისთვის და ქვეყნისთვის. გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. გუშინ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში – ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის და ინსტიტუტების წინააღმდეგ – ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე.

ეს არის უმძიმესი რამ, რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაზე, იქ შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა იმ დონეზე, რომ პოლიციამ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება და ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ნახეს ეკრანებზე, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, არალეტალური, რა თქმა უნდა. ჩვენ ვამზადებთ ყველაფერს და ყველასთვის გავხდით საჯაროს როგორ ვითარდებოდა წუთების, წამების მიხედვით რუსთაველზე მოვლენები. უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმან, რომ ადამიანებმა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდგომ მოედნიდან გაქრნენ – პოლიტიკოსებმა და პარტიის წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ, ალალ პროტესტს, დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან. არც ერთი მათგანი 10 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა. ყველა უბრალოდ გაიქცა იქიდან და შეატოვეს ახალგაზრდები, თავიანთი პროვოკაციების შემდგომ, ერთმანეთს.“

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com