ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „გახარიას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა-ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს“-გიორგი კვირიკაშვილი

„გახარიას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა-ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს“-გიორგი კვირიკაშვილი

„პოლიტიკისთვის თავს გაცილებით უფრო კარგად შეინახავდა, მას რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, არავის უთქვამს, რომ ადამიანს თვალში ესროლეო, მაგრამ რადგანაც მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება. მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ მისი მხრიდან, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც მან, ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით, მან თავის პოლიტიკურ კარიერას, საკუთარი ხელით ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა“- პარლამენტთან 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ სწორი ნაბიჯი იქნებოდა, გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაეტოვებინა  განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com