ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გაძევებული პრეზიდენტი-„მეტეხის ხიდზე გადადიოდა ზვიად გამსახურდიას მანქანა, გაატარეს, ხოლო პრეზიდენტის მომხრეებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს“

გაძევებული პრეზიდენტი-„მეტეხის ხიდზე გადადიოდა ზვიად გამსახურდიას მანქანა, გაატარეს, ხოლო პრეზიდენტის მომხრეებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს“

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე გასული საუკუნის 90-იანი წლების სახელმწიფო გადარიალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს: „29 წლის წინ დღევანდელ დღეს, 1992 წლის 6 იანვარს 6 საათზე გამთენიისას – საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით უზენაესი საბჭოს შენობა დატოვა. როდესაც ყოფილი პრეზიდენტის კოლონა მეტეხის ხიდზე გადადიოდა, ზვიად გამსახურდიას მანქანა გაატარეს, ხოლო პრეზიდენტის მომხრეებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს და უამრავი ადამიანი ჩაცხრილეს. ზვიად გამსახურდია ჯერ აზერბაიჯანში შემდგომ კი სომხეთში გადავიდა საბოლოოდ კი სომხეთიდან ჩეჩნეთში გაფრინდა. ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დატოვებით, საქართველომ საბოლოოდ დაკარგა დამოუკიდებლობა. პუტჩისტებმა კანონიერი ხელისუფლების დამარცხებით საქართველოს ყველა მტრის ოცნება აახდინეს. 1992 წლიდან დღემდე იდევნება ყველა ეროვნული ფსოფმხედველობის ადამიანი, მწვანე შუქი კი პუტჩისტებს აქვს ანთებული. არცერთმა ხელისუფლებამ არ დასაჯა ხელისუფლების დამხობაში მონაწილეები, პირიქით მეტეხის ხიდთან ავტობუსის ჩამცხრილავი პირები ხელისუფლების იდეოლოგებად დაიყენ“.-ნიკოლოზ მჟავანაძის პოსიდან.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...