ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გაფიცულ სოცმუშაკებს მომავალი თვიდან ხელფასებს აღარ გადაუხდიან

გაფიცულ სოცმუშაკებს მომავალი თვიდან ხელფასებს აღარ გადაუხდიან

 სოციალური მუშაკების სახელფასო ანაზღაურების საკითხი  შესაძლოა გადაიხედოს, მომავალი თვიდან გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში,  გაფიცულებს ხელფასებს აღარ გადაუხდიან, ამის შესახებ ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს ექნება თუ არა ორმაგი სახელფასო ხარჯი შტატგარეშე თანამშრომლების დამატებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს,რომ  სავარაუდოდ, მომავალი თვიდან სამინისტრო გაფიცულ სოცმუშაკებს ხელფასს აღარ გადაუხდის.სოციალური მუშაკების გაფიცვის გამო,  ბენეფიციარების მომსახურებას  დროებიდ სამინისტროს თანამშრომლები და შტატგარეშე თანამშრომლები უწევენ.

„მიმდინარე თვის ხელფასი უკვე გადაერიცხათ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, თუმცა მომავალი თვიდან ალბათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ხელფასის ანაზღაურება, რამდენადაც კანონით ვალდებულება დამსაქმებელს არ აქვს, რომ ასეთ შემთხვევაში აუნაზღაუროს ხელფასი,ჯანდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, ბენეფიციართათვის სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდება.

იმისთვის, რომ ბენეფიციარებს არ შეუწყდეთ სერვისები, ვმუშობთ ფორსმაჟორულ რეჟიმში, სოციალური მუშაკების მოვალეობებს სამინისტროს თანამშრომლები ასრულებენ, რომლებიც წესით თავისი საქმით უნდა იყვნენ დაკავებულნი. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიან პერიოდში გამოსავალი არაა. თუ გაფიცვა გაგრძელდება, ავიყვანთ შტატგარეშე კადრებს, რაც ასევე პრობლემების დროებითი გადაწყვეტა იქნება. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სოციალური მუშაკები სამუშაო რეჟიმში გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას“ – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

გაფიცული სოცმუშაკები კი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com