ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს გაასამართლებენ

გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს გაასამართლებენ

გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს გაასამართლებენ…
სასამართლო 31 ოქტომბერს შედგება, საქმე აწერია მოსამართლე ნინო ელიაშვილს.
დეტალები (შეძლებისდაგვარად ვრცლად):
1. საქმის გამოძიება დაიწყო სულხან მოლაშვილის გათავისუფლებამდე დაახლოებით წელიწადნახევრით ადრე. 
2. გამოძიებას საფუძვლად დაედო სულხან მოლაშვილის მხრიდან ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს (ე.წ. რესბალნიცა) ექიმის ცემა.
3. ვითარება იყო ასეთი: სულხან მოლაშვილთან ერთად დაკავებულ იქნა გაგი ხვედელიძე (კონტროლის პალატის თანამშრომელი), რომელსაც კატეგორიულად მოსთხოვეს მოლაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. ხვედელიძემ ჩვენება არ მისცა. ის დააპატიმრეს და აწამეს. წამების შედეგად ხვედელიძეს თვეების განმავლობაში სდიოდა სისხლი, რაც გადავიდა ჩირქდენაში. მოლაშვილმა ექიმს მოსთხოვა გაგისთვის ჩაეტარებინათ კვლევა და ოპერაცია. საუბარი გამწვავდა, ექიმმა: “შე, ახვარო, რას კადრულობ”, – ო და მოლაშვილს ხელით შეეხო, მ

 

 

ოლაშვილმა საპასუხოდ ექიმს სახეში გაარტყა.
4. ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
5. პარალელურად, ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა ხვედელიძე საავადმყოფოში გადაეყვანათ. მოლაშვილის თხოვნით ადვოკატები შალვა ხაჭაპურიძე და ილია ლომაია ხვედელიძის მოსანახულებლად მივიდნენ საავადმყოფოში. მოგვიანებით ხაჭაპურიძე იხსენებდა რომ ბადრაგის (დაცვად იდგნენ პალატასთან) ყველა წევრი მთვრალი დახვდათ.
6. ადვოკატების წასვლიდან 15-20 წუთში ხვედელიძემ მთვრალ ბადრაგს ხელბორკილები დაადო და საავადმყოფოდან გაიქცა (ბადრაგის თანამშრომლები დააკავეს და მათ სასჯელი მოიხადეს).
7. გამოძიება ექიმის ცემის ფაქტზე დასრულდა და სასამართლოს გადაეცა.
8. მოლაშვ

ილი გამოვიდა ციხიდან და მალევე გარდაიცვალა.
9. დღეს დაუკავშირდნენ სასამართლოდან ოჯახს და აცნობეს 31-ში სასამართლო პროცესი რომ ჩატარდება.
ოჯახი დადგა არჩევანის წინაშე, პროცედურის მიხედვით: ან პროცესი უნდა ჩატარდეს, ოჯახმა უნდა წარადგინოს ცნობა სულხანის გარდაცვალების შესახებ და მოითხოვოს საქმის შეწყვეტა. ამის შემდეგ მოსამართლე შეწყვეტს საქმეს, ბრალდებულის გარდაცვალების გამო. მეორე ვარიანტით: ოჯახი უარს არ იტყვის სასამართლო სხდომის ჩატარებაზე, მოსამართლე ასეთ შემთხვევაში ვალდებულია მოუსმინოს მხარეებს და გამოიტანოს გადაწყვეტილება (ამ შემთხვევაში განაჩენი).
საქმე ისაა, რომ არსებობენ მოწმეები, ვინც დეტალურად აღწერენ რატომ და რის საფუძველზე გაარტყა ხელი მოლაშვილმა ექიმს, რაც საფუძველია მოლაშვილის გამართლებისათვის.
პროკურატურა სთავაზობს ადვოკატს პირველ ვარიანტს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე შეწყდება და მოლაშვილს ექიმის ცემის გამო ბრალდებას არ მოუხსნიან. იურისტებმა იციან ეს რასაც ნიშნავს, არაიურისტებმაც იციან, მაგრამ მე მაინც ვიტყვი: თუ განხილვის გარეშე დაიხურება საქმე, ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. ვერავინ კითხავს ექიმს ვინ უბრძანა ავადმყოფი ხვედელიძისთვის არ ემკურნალა, ვინ აწამა პატიმარი და ა.შ….
ადვოკატი ოჯახთან შეთანხმებით საქმის განხილვის მომხრეა. როგორც მითხრეს სულხან მოლაშვილის მეუღლე და ადვოკატი, კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან საქმე განხილვამდე დაიხუროს.
მოკლედ, 31 ოქტომბერს მკვდარ (გარდაცვლილ) სულხან მოლაშვილს ასამართლებენ!!!!

დარეჯან მეფარიშვილი 

ჟურნალისტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...