ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / განათლების სამინისტრო: ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიუხედავად ყველა აბიტურიენტის უფლება დაცული იქნება

განათლების სამინისტრო: ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიუხედავად ყველა აბიტურიენტის უფლება დაცული იქნება

 

 

 

საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტრო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე 27 ივნისს 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. აფხაზეთიდან ზუგდიდში არ გაატარებენ ადამიანებს, ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის უფლება კი ექნებათ ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მიწვევის მქონე ადამიანებს.

დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, საქართველოში იმართება პროვოკაციული ხასიათის მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას ეხება. მათ შორის აქციებია ზუგდიდშიც.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას“-ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com