ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის“-მიხეილ ბატიაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა 

„გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის“-მიხეილ ბატიაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა 

 განათლების სამინისტროს განცხადებით, 2019 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება მე-11 კლასელებისთვის, ხოლო 2020 წელს მე-12 კლასელებისთვისაც.

  ორი დღის შემდეგ ანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა  მიხეილ ბატიაშვილმა  ჟურნალისტებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის:

ბატიაშვილის  თქმით, გამოცდებთან დაკავშირებით სამინისტრომ მკაფიო პიზიცია ჩამოაყალიბა, მაგრამ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთან კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს.

“როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე, სამინისტრო ცალსახად არ აპირებს და არც მომავალში დააპირებს გადაწყვეტილების მიღებას ისე, რომ როგორც საზოგადოებასთან, ისე ამ სფეროს სპეციალისტებთან მუდმივ რეჟიმში არ იყოს კონსულტაციები.

ეს არ ეხება მხოლოდ სკოლას, საუბარია ნებისმიერ სფეროზე. რაც შეეხება ჩვენ ხედვას, ვერცერთ ქვეყანას, ვერცერთ წარმატებულ მაგალითს ვერ დამისახელებთ, სადაც განათლების სისტემის მთელი ორიენტაცია გამოცდებზეა მიმართული. თუ ჩვენ ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა არ გვაქვს, რომელიც არის სწავლისთვის და არა გამოცდების მომზადებისთვის, დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუციების გარეშე წარმოუდგენელია, რომ განათლებაში მაღალი ხარისხი მივიღოთ. ჩვენი ხედვა მიმართულია იქით, რომ სკოლა ადგილზე გავაძლიეროთ. უნივერსიტეტებში რომ ვზომავთ, ეს არის დროებით მიღებული ცოდნა. ჩვენც ჩაგვიბარებია მსგავსი გამოცდები, რომელიც არის იმისთვის, რომ გამოცდაზე მივიდეთ, რაღაც შეფასება მივიღოთ და გამოსვლის შემდეგ დავივიწყოთ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოცდებზე უარი უნდა ვთქვათ, არამედ, გამოცდა უნდა ემსახურებოდეს ძლიერ სკოლას, ძლიერ ინსტიტუტს და ორიენტირება მხოლოდ იმაზე არ უნდა იყოს, რომ გამოცდები ჩავაბაროთ. გამოსაშვები გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, ამაზე ვმუშაობთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქ არის ბევრი სამუშაო. სკოლებში უნდა გავაძლიეროთ საგნები, სკოლებში უნდა მოხდეს ამ გამოცდების ჩაბარება. ბოლო ორი წელი ვიღებთ იმას, რომ მთელი სასწავლო წელი, ფაქტობრივად, ნახევრად მიმდინარეობს, რასაც ნებისმიერი მშობელი დაგიდასტურებთ”,- განაცხადა  ბატიაშვილმა.

 როგორც ჩანს,  საზოგადოების არაერთგვაროვანმა და კრიტიკულმა დამოკიდებულებამ გამოცდების გაუქმების შესახებ მინისტრს უკან დაახევინა, როგორი იქნება მისი საბოლოო გადაწყვეტილება უცნობია.

თერ ბალაძე

.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com