ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ხალაფ ხალაფოვი:„გამოქვაბულების კომპლექსს კეშიკჩიდაგს (დავით გარეჯის აზერბაიჯანული სახელი), ყველა არსებული სამართლებრივი დოკუმენტით და გამოყენების ფაქტობრივი მდგომარეობით აზერბაიჯანის კუთვნილებაა“

ხალაფ ხალაფოვი:„გამოქვაბულების კომპლექსს კეშიკჩიდაგს (დავით გარეჯის აზერბაიჯანული სახელი), ყველა არსებული სამართლებრივი დოკუმენტით და გამოყენების ფაქტობრივი მდგომარეობით აზერბაიჯანის კუთვნილებაა“

 

 

„მონაკვეთი, რომელიც მოიცავს გამოქვაბულების კომპლექსს კეშიკჩიდაგს (დავით გარეჯის აზერბაიჯანული სახელი), ყველა არსებული სამართლებრივი დოკუმენტით და გამოყენების ფაქტობრივი მდგომარეობით აზერბაიჯანის კუთვნილებაა. ეს ასევე ტოპოგრაფიულ რუკებშიც არის ასახული, რომელიც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ არის დამტკიცებული ჯერ კიდევ 1963 წელს და საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორივე მხარის მიერ იყო აღიარებული როგორც ადმინისტრაციული საზღვარი. ამიტომ სამართლებრივი თვალსაზრისით რაიმე დავაზე, ან პრეტენზიებზე ამ მონაკვეთის გარშემო ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. ამავე დროს ეს მონაკვეთი, ისევე როგორც სხვა შეუთანხმებელი მონაკვეთები, უნდა შეთანხმდეს დელიმიტაციის ჩარჩოებში, რაც უნდა ჩაიწეროს ხელშეკრულებაში სახელმწიფო საზღვრის შესახებ და ორი სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწეროს“, – განაცხადა ხალაფოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვის განცხადებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ნაწილი „ყველა არსებული სამართლებრივი დოკუმენტით“ აზერბაიჯანის კუთვნილებაა.

 მინისტრის მოადგილემ 14 ივლისს მომხდარი ინციდენტი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებზე „თავდასხმად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო „პროვოკაციული ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება, ჩადენილი ადამიანთა ჯგუფის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“.

ხალაფოვს მიაჩნია, რომ ინციდენტი არ არის დაკავშირებული საქართველოს მთავრობასთან. მან ამას გარდა აღნიშნა, რომ „ამ პროვოკატორებისა და დანაშაულებრივი ელემენტების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადმოშვებაზე ქართველი მესაზღვრეები თავისი უმოქმედობით აგებენ პასუხს“.

როგორც ხალაფოვმა განაცხადა, კულტურულ-რელიგიური და სხვა არასამართლებრივი ფაქტები არ შეიძლება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საფუძველი გახდეს.

წყარო: „ინერპრესნიუსი“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს- შენება არ უნდა შეჩერდეს არცერთი წამით“-გიორგი გახარია

„ველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შ.ენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი ...