ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ინტერვენციებსაც, სადაც პედიატრის დანიშნულებით, ჩარევა იქნება საჭირო. ჩარევა ძირითადად გახლავთ რკინის, კალციუმის,პრეპარატების, ვიტამინების მიცემა. ასევე მონიტორინგი მოხდება გარკვეული პერიოდულობით. სხვადასხვა მიდგომაა პროტოკოლში, თუ როგორი ინტენსივობით უნდა გაიმეორო ტყვიის ანალიზი. პროგრამის მიხედვით, ამ ყველაფერს სახელმწიფო დააფინანსებს. ამავე დროს, 19 აპრილის განკარგულების თანახმად, ოთხმა სამინისტრომ – ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ხანგრძლივადიანი პროგრამა უნდა შეიმუშავონ, გამოკვლეული 1578 ბავშვიდან, ვისაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს, მათ შემდგომ კვლევას, სახელმწიფო დაფინანსებს. მისივე თქმით, ასეთი დაახლოებით 650 ბავშვია.“ აღნიშნა ამირან გამყრელიძემ

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com