ახალი ამბები
Home / Uncategorized / “გამოვალ ციხიდან დედას ვუტირებ”-გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ემუქრება

“გამოვალ ციხიდან დედას ვუტირებ”-გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ემუქრება

ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ციხეში მყოფ გოგი წულაიას დღეს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ. „ახალი ქრისტიან დემოკრატების” პოლიტსაბჭო გლდანის ციხესთან  პარტიის თავმჯდომარედ გოგი წულაიას წარადგენს. გუშინ

ბრალდებული პოლიტიკოსი “მთავართან” კავშირზე გლდანის ციხიდან გამოვიდა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და პარტია “ქართული ოცნება” რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს ამისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან აქტიურად იბრძოლებს.

„ამოცანაა ის, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ივანიშვილის ბატონობა ამ ქვეყანაზე, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს პატიმრები ივანიშვილის სახელით და ქართულმა ოცნებამ 43%-ზე ნაკლები აიღოს. ვიქნები აქტიური და მჯერა, რომ ციხიდან უფერო შევძლებ მეტი ხმების აღებას, ვიდრე გარეთ…დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ და მივაღწევ შედეგებს” – ამბობს წულაია “მთავართან”.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...