ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „გალის რაიონში მცხოვრებმა,29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ,რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა“

„გალის რაიონში მცხოვრებმა,29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ,რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა“

„გალის რაიონში მცხოვრები , 29 წლის ირაკლი კვარაცხელია, რომლის თვითმკვლელობაზე დღეს ინფორმაცია გავრცელდა, 11 მარტს ექიმის დახმარება დასჭირდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა რეზო ქობალიამ განუცხადა.

„ინფორმაციას ვაზუსტებ სხვადასხვა წყაროსთან. ბოლოს რა ინფორმაციაც მივიღე, იყო ის, რომ თაგილონიდან მიიყვანეს ექიმი ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე. როგორც ამბობენ, მდგომარეობა იყო მძიმე, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ“, – აღნიშნა მან.

მისი ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია, სავარაუდოდ, ნაბაკევი-თაგილონის საზღვარზე დააკავეს. ქობალიას თქმით, გარდაცვლილთან დაკავშირებით ინფორმაციას ამ დრომდე აზუსტებენ. მისივე ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში გარდაცვლილს 2010 წელს დაბადებული გოგო ჰყავს და სენაკშია მიწერილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com