ახალი ამბები
Home / Uncategorized / გათავისუფლებული გიგი უგულავა რამდენიმე წუთის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე, ტაქსით დაბრუნდა

გათავისუფლებული გიგი უგულავა რამდენიმე წუთის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე, ტაქსით დაბრუნდა

„რაღაც ამდაგვარს ველოდი. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს, იყო ის, რომ რადგან ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდებით, შეიძლება თქვენ სიტყვას ესკალაცია მოჰყოლოდაო და ჩემ სიტყვას თუ შეიძლება ესკალაცია მოჰყვეს, მივიღებ კომპლიმენტად“, – განაცხადა აქციაზე დაბრუნებულმა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო, რა დროსაც პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავა. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ უგულავა ტერიტორიიდან განარიდეს.

სამართალდამცავებმა გიგი უგულავა გაათავისუფლეს. უგულავა რამდენიმე წუთის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე, ტაქსით დაბრუნდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ცუკერბერგი აცხადებს, რომ „ფეისბუქი“ ყოველდღიურად მილიონზე მეტ ყალბ „ექაუნთს“ ბლოკავს

კორპორაცია „ფეისბუქი“ ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს სოციალურ ქსელში კონტენტის უსაფრთხოების შესამოწმებლად. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com