ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

”რუსთავი 2” – ის ჟურნალისტ დავით ერაძის სახლში აღმოჩენილი ტყვიის მასრასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

”რუსთავი 2”- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. ტელეკომპანიის ცნობით, ქუჩიშვილის ქუჩაზე, სადაც ჟურნალისტი ცხოვრობს უკვე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.

თავად დავით ერაძე აცხადებს, რომ მას სროლის ხმა არ გაუგია. ჟურნალისტის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მისმა მეუღლემ საცხოვრებელი სახლის აივანზე ტყვიის მასრა აღმოაჩინა, რის შემდეგაც შენიშენს, რომ დაზიანებული იყო კარიც.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com