ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „გადმოვატრიალე და ჩემი შვილი, ჩემი შვილი გალურჯებული იყო“-ლექსო ლაშქარავას დედა

„გადმოვატრიალე და ჩემი შვილი, ჩემი შვილი გალურჯებული იყო“-ლექსო ლაშქარავას დედა

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ ამ მოვლენებამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.

“გამთენია იყო, ვიფიქრე, დავაფარებ-მეთქი, ძაღლი ჰყავდა გვერდში იწვა, არც დაუწკმუტუნია, ხომ იცის ძაღლმა? გადმოვატრიალე და ჩემი შვილი, ჩემი შვილი გალურჯებული იყო. ღამეც რომ მოვიდა, რამდენი მეფერა, გრძნობდა, გრძნობდა წინასწარ ნამდვილად. აბსოლუტურად ჯანმრთელი, ფრჩხილიც არ ასტკიებია და რა უქნეს?!”, – ამბობს ლექსო ლაშქარავას დედა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს ექპერტიზა.

შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა თავისი შვილის გარდაცვალებას 5 ივლისის თავდასხმას  უკავშირებს.

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ ამ მოვლენებამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.

“გამთენია იყო, ვიფიქრე, დავაფარებ-მეთქი, ძაღლი ჰყავდა გვერდში იწვა, არც დაუწკმუტუნია, ხომ იცის ძაღლმა? გადმოვატრიალე და ჩემი შვილი, ჩემი შვილი გალურჯებული იყო. ღამეც რომ მოვიდა, რამდენი მეფერა, გრძნობდა, გრძნობდა წინასწარ ნამდვილად. აბსოლუტურად ჯანმრთელი, ფრჩხილიც არ ასტკიებია და რა უქნეს?!”, – ამბობს ლექსო ლაშქარავას დედა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს ექპერტიზა.

შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...