ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბ-ნ ბიძინა!.. „ქართული ოცნების“ ფუსფუსი, ბერას გარეპილი კლიპი – ნარკოლეგალიზაციის კანონს მიგაღებინებთ, ამით საბედისწერო შეცდომას დაუშვებთ!.“

„ბ-ნ ბიძინა!.. „ქართული ოცნების“ ფუსფუსი, ბერას გარეპილი კლიპი – ნარკოლეგალიზაციის კანონს მიგაღებინებთ, ამით საბედისწერო შეცდომას დაუშვებთ!.“

 მწერალი მერაბ შათირიშვილი ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელით  მიმართავს:

„ბ-ნ ბიძინა!..

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ფუსფუსი და თქვენი დუმილი, ასევე ბერას გარეპილი კლიპი – თქვენ, ნარკოლეგალიზაციის კანონს მიგაღებინებთ და, ამით საბედისწერო შეცდომას დაუშვებთ!.. 
ამას წინათ ვამბობდი, ლეგალიზაციაზე საუბარი სასაცილოა, მიზეზია არეულობის, რადგან საქართველოს მთელ რეგიონში ახალგაზრდობის უმრავლესობას ანაშის „გასაიდუმლოებული პლანტაცია“ აქვთ მოშენებული და ამას ვერანაირი ღონსძიება შეაფერხებს, გაიგეთ, ლეგალიზებულია ისედაც მოსაწევის მოხმარება ჩვენს გაუკუღმართებულ ქვეყანაში…

თქვენ, არ იცით, მოზარდის გონებაზე რა დამღუპველ ფსიქოლოგიურ დარტყმას იწვევს ანაშის ზემოქმედება, არ არსებობს, მოსაწევის დოზირების განსაზღვრა და ასეთი რეგულაციით დაკანონება, ახალგაზრდის ტვინს შესაძლოა ერთმა „ნაფაზმაც“ ბოლო მოუღოს და მუდმივ ეიფორიაში დატოვოს, ასეთებს „ვეჩნად დატოვებულებს“ უწოდებენ და, მერწმუნეთ, ამ კანონს მიიღებთ თუ არა, ამით, თქვენ, ე. წ. „თეთრი მოძრაობის“ ჭრელი „გაგების“ ახალგაზრდობის გულს მაინც ვერ მოიგებთ, ხოლო, თქვენი მხარდამჭერის (ჯერჯერობით) ოჯახებს, განსაკუთრებით – დედებს, საბოლოოდ ჩააქნევინებთ ხელს და, იმის იმედი არ გქონდეთ

, ასეთი კანონის მიღებას ქართველი ხალხი ოდესმე გაპატიებთ…

ვერც ტურისტებს მოიზიდავთ ასეთი „თავისუფლებით“ და ბიუჯეტსაც ვერ გაამდიდრებთ, დაღუპავთ კი ქართველ ახალგაზრდობას!..
მოგიწოდებთ და გულისტკივილით გაფრთხილებთ: ნუ უსმენთ ყურში მოჩურჩულე ფარისევლებს და, ნუ აქცევთ ბერას გარეპილ კლიპს რეალობად!..

გარწმუნებთ, ასეთ შემთხვევაში, თქვენ, საბოლოოდ დაკარგავთ ქართველი ხალხის ნდობას!
ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ჩატარდეს პლებისციტი, დაე, მოსახლეობამ გადაწყვიტოს!..

ნუ „დატოვებთ ვეჩნად“ მოზარდებს!..“-მიმართავს მერაბ შათირიშვილი.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...