ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბცჟ-– ვისაც გაკეთებული აქვს აცრა ნაკლებად ემართებათ კორონავირუსი

ბცჟ-– ვისაც გაკეთებული აქვს აცრა ნაკლებად ემართებათ კორონავირუსი

დაავადებათა კოტნტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გამოეხმაურა ბოლო დღეებში საერთაშორისო მეცნიერების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბცჟ-ს (BCG) ვაქცინა კორონავირუსის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდეს.

„თუ დადასტურდა, რომ ბცჟ საბჭოთა აცრები ამცირებს დაინფიცირების რისკს, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით. იყო მოსაზრება, რომ წითელა-წითურას ვაქცინაც ამცირებდა რისკს არა იმ მხრივ, რომ კორონავირუსის არ შეხვდებოდა მათ, ვისაც ეს აცრა აქვთ გაკეთებული, არამედ ისინი მსუბუქ ფორმებში გადაიტანდნენ ვირუსს. ბცჟ-ზეც ასეთივე მოსაზრება გამოქვეყნდა – ვისაც გაკეთებული აქვს ეს აცრა ნაკლებად ემართებათ კორონავირუსი და თუ დაემართათ ადვილად გადაიტანენ. ეს ორი ჰიპოტეზა, რომელიც ჯერ მეცნიერულად არ არის გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან საქართველოში ძალიან კარგია მოცვა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინით. გარდა ამისა, პრაქტიკულად ყველა არის აცრილი ბცჟ-ს ვაქცინით, როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი თაობა. ასე რომ თუ ეს ჰიპოტეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვა ქვეყნები“ – განაცხადა იმნაძემ. https://ge.news-front.info/


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...