ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი“-გიორგი გახარია

„ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი“-გიორგი გახარია

 

 

„ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი“,- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ნარინჯისფერ ტყვიებს, რომელიც აქციის დაშლისას იყო გამოყენებული, გახარიას თქმით, მისი გამოყენება პოლიციისთვის დასაშვებია.„ეს ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის მიერ გამოსაყენებლად“,- აღნიშნა გახარიამ.

 გიორგი გახარია აცხადებს, რომ ყველა ბრძანება, რომელიც 20 ივნისის ღამეს უნდა გაცემულიყო, მინისტრი ამბობს, რომ ბრძანება მან გასცა.: „ბრძანება მე გავეცი, მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოქრუაშვილი ხალვაშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღებას მოითხოვს-ოქრუაშვილმა ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7.7 მილიონი დოლარი ასესხა

    „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვაშის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com