ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბრალს არ აღიარებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს, მალხაზ კობაური მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია“

„ბრალს არ აღიარებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს, მალხაზ კობაური მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია“

 ამერიკის მოქალაქეების ცოლ-ქმრის სმიტების  და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობისთვის ბრალდებული მალხაზ კობაური მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, – ამის შესახებ სმიტების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის აცხადებს, რომ  დაკავებულისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.
“ვიმყოფებოდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და მასთან პოზიცია შევათანხმე. იგი გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას ფლობს საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე მისი პოზიციაა, რომ თავს ვიკავებთ საჯაროდ ინფორმაციის გავრცელებისგან. ბრალს არ აღიარებს. ის არ ცნობს თავს დამნაშავედ. მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია,” – განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულს ფიზიკური დაზიანების კვალი ეტყობა, თუმცა როგორ მიიღო დაზიანება, ადვოკატი არ საუბრობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com