ახალი ამბები
Home / აქცია / „ბოქლომი არ ასცდება მთავრობას, რომელსაც გავაქცევთ“-გიგი უგულავა

„ბოქლომი არ ასცდება მთავრობას, რომელსაც გავაქცევთ“-გიგი უგულავა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარს ბოქლომი დაადონ, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევთ.

სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენჯერმე გამოიყვანეს აქციის მონაწილეები, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს ისინი მაინც მოახდენენ ადმინისტაციის შენობის პიკეტირებას.

ქციის მონაწილეებმა სცადეს ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთი შესავლელის პიკეტირება და ამ მიზნით მათ ადგილზე ბოქლომი მიიტანეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ბოქლომს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელს სიმბოლურად დაადებდნენ და ამით თავიანთ პროტესტს გამოხატავდნენ ხელისუფლებისადმი.

ბოქლომის დადებას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოჰყვა დაპირისპირება. პოლიცია მათ ჭიშკარზე ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ კი აქციის მონაწილეებმა ბოქლომი შენობის ღობეზე ჩამოკიდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ამგვარი პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოველ ხუთშაბათს გაიმართება და მთავრობას „ბოქლომის დღეს“ ყოველ ხუთშაბათს მოუწყობენ.

„ასე მოვუწყობთ ხოლმე მთავრობას ხუთშაბათობას. „ბოქლომის დღე მთავრობას“, იქნება ხუთშაბათობით. 200 პოლიციელი სჭირდება დაახლოებით, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთავრობის მშვიდობიანი გაქცევა აქედან“-აცხადებს უგულავა.

ეთერ ბალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

უგულავა, კეზერაშვილი და სხვები, ყოფილი მაღალჩინოსნების ზღვარგადასული გართობა

ეს ფოტოები წვეულების ერთ-ერთმა სტუმარმა მოგვაწოდა. მისი თქმით, ფოტოები ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, მისი მეუღლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com