ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ბოზGOLD ვერ, მაგრამ ჩათლახბარათი ინებეთ “-სკანდალი „ჩათლახბარათის“ გარშემო

“ბოზGOLD ვერ, მაგრამ ჩათლახბარათი ინებეთ “-სკანდალი „ჩათლახბარათის“ გარშემო

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

 

 

 

  სკანდალური რეკლამა-“ბოზGOLD ვერ, მაგრამ ჩათლახბარათი ინებეთ ;)”. 

რამდენიმე დღის წინ თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში სარეკლამო ბანერზე გამოჩნდა კომპანია სლავური მასაჟის რეკლამა. ბანერზე გამოსახულია ქალი და აქვს წარწერა “ჩათლახბარათი”. დამატებით ინფორმაციას მომსახურების შესახებ რეკლამა არ იძლევა და დაინტერესებულ პირებს ტელეფონზე დაკავშირებას სთავაზობს.სლავური მასაჟის ფეისბუქგვერდზე იგივე რეკლამა აპინული გვხვდება დისკრიმინაციული წარწერით “ბოზGOLD ვერ, მაგრამ ჩათლახბარათი ინებეთ ;)”.ცნობილია ეს არის სლავური მასაჟის ცენტრი, რომლის სარეკლამო ინფორმაციაც საეჭვო აღმოჩნდა სამართალდამცველი ორგანოსთვის, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გოგონების მიმართ ტრეფიკინგის ფაქტს. ამ ეჭვს ამყარებს ცენტრის სახელწოდება “ჩათლახ” რაც ქართულად გარყვნილებასთან ასოცირდება.

გარდა ამისა, ფეისბუქის ამ ანგარიშზე გვხვდება არაერთი ფოტო და ვიდეო, სადაც ქალი სექსუალურ ობიექტად არის გამოყვანილი და სექსისტური შინაარსის წარწერები აქვს. კომპანიას განთავსებული აქვს ქსენოფობიური პოსტებიც.

ამ შინაარსის პოსტებით კომპანია სხვადასხვა მომსახურებას არეკლამებს.თუმცა  ბილბორდებიდანაც და ფეისბუქიდანაც  „ჩათლახბარათის“ სარეკლამო  ბანერები  უკვე წაშლილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანიაში “სლავური მასაჟი” ტრეფიკინგის ფაქტს იძიებს. უწყებამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში სხვადასხვა სახის ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობის კუთხით.

ამ ინფორმაციას წინ უძღოდა კომპანიის ფეისბუქ გვერდის სექსისტური რეკლამები. რამდენიმე დღის წინ კი თბილისში მათი სარეკლამო ბანერიც გამოჩნდა, სახელწოდებით “ჩათლახბარათი“.

“ჩათლახბარათი” – ამ სახელწოდების სარეკლამო აბრა გამოჩნდა თბილისის ცენტრში, რამაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაინტერესება გამოიწვია.აღნიშნულ საკითხზე დაწყებულია გამოძიება.ცენტრლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებული არიან ე.წ. “მასაჟის ცენტრის” მფლობელები და თანამშრომლები.გამოძიება ტრეფიკინგის ბრალდებით, სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მატროსოვის ციხე“ 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსებული იქნება #12-ე დაწესებულებაში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში  „საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, ყოფილი საჯარო მოხელე თუ ...