ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბოდიში, მაგრამ მე ბესელიასთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია“-ვანო ზარდიაშვილი

„ბოდიში, მაგრამ მე ბესელიასთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია“-ვანო ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას ეკა ბესელიასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

“ამ პროცესში ჩემდაუნებურად ვიქენი ჩათრეული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – ბოდიში. საზოგადოება არ არის იმის ღირსი, რომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოდან მსგავსი პროცესები ვანახოთ. რაც შეეხება ქალბატონ ეკა ბესელიას, მე მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. იგი მუდმივად ცდილობს ამ პროცესში თავის დამკვიდრებას, პოლიტიკური ფსკერიდან ამოწევას. შესაბამისად, მან იკადრა ყველაფერი, ის რაც იკადრა. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომლისთვისაც ძალადობა არის პრინციპში მისაღები კი არა, მისი ხერხებია და ინსტრუმენტი ქართულ პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად. შესაბამისად, მე დაველოდები პროცესებს თუ როგორ განვითარდება. ჩემთვის მისი საქციელი მოულოდნელი არ იყო“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com