ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბიჭი კვდება ტო, ერთი ნარკანი გაუკეთეთ“ – შსს ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე კადრებს ავრცელებს

„ბიჭი კვდება ტო, ერთი ნარკანი გაუკეთეთ“ – შსს ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე კადრებს ავრცელებს

https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/333348478469948

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საგამოძიებო უწყებამ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით ახალი კადრები გაავრცელა.

მათ შორისაა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ლაშქარავას თანხმლები პირი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ მისი მეგობარი ცუდადაა და პრეპარატ ნარკანს ითხოვს.

ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ერთი კვირის წინ, ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

11 ივლისს, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ, გარდაცვლილის თავის ტვინში ვერ ნახეს ვერანაირი მასიური ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, სიკვდილი გამოეწვია.

იმავე დღეს, შსს-მ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.https://www.imedi.ge/ge/video/78600/?

ენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ცხედარზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები.

ამის შესახებ მან შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, გამოკითხულია 110 პირი, დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, “მორფინი”, “კოდეინი”, “ტეტრაჰიდროკანაბინოლი”, “პენტინი” და “მონოაცეტილმორფინი”. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება. ეს დასკვნა არის შუალედური“, – განაცხადა ჭელიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...