https://www.facebook.com/TVFormula/videos/2877077412523611
„გამორიცხულია, რომ ოცნებას გაემარჯვა“-განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
„ოცნება დამთავრებულია- ბიძინა ყველაფერს წააგებს, ივანიშვილმა ფულის კეთება იცის და პოლიტიკა კი არა…დარწმუნებული ვარ, რომ ქარდველი ერი წაგებული არ აღმოჩნდება. სრული იდიოტიზმია ედისონ კვლევა არანაირი ედისონის კვლევა არა არებობს.
რა ოცნება? ავად ხომ არაა ვინმე? რა 46 %, მყარად გაიმარჯვა ოპოზიციამ.მე ვიცი რა ხდება საარჩევნო უბნებში ივანიშვილმა წააგო არჩევნები.“
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ის პრემიერობს კანდიდატად წარადგინა, თუმცა მისთვის ეს არაა მნიშვნელოვანი, მთავარია შედგეს მოლაპარაკება კოალიციაზე.
მე თავიდან ვთქვი, რომ მათ ვისაც არ უნდა თანამდებობაზე ჩემი ყოფნა, მე არ მინდა არანაირი თანამდებობა…მე პრემიერი თანამდებობა არ მინდოდა, იმიტომ დამასახელეს პრემიერად, რომ ეს ამომრჩევლის ნება იყო, მე სამჯერ დამასახელეს უკარინის პრემიერად, მე ეს არ მინდა… ფართო კოალიციისათვის დიალოგის შეთავაზებას ვაპირებ… ნაცმოძრაობა მთავარი ბირთვია და სარგებლობს საზოგადოების ნდობით, ახლა ჩვენს ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანა სჭირდება და უახლოეს დღეებში უნდა ვილაპარაკოთ კოალიციასთან“.
ამომრჩევლის 60% ხმა მისცა ივანიშვილის წინააღმდეგ.თუ ივანიშვილი გამოაცხადებს გამარჯვებას დაკარგავს ყველაფერს:
,, შე უბედურო და უდღეურო, დაკარგავ ყველაფერს, არ გირჩევ რასაც აკეთებ..ხომ გადმოგეცი მშვიდობიანად ხელისუფლება და ერთი თვე გეხმარებოდით მინისტრების სტაჟირებაში.ამ მარაზმს თავი დაანებე ეს ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ ყველაფერს წააგებ და თავსაც…არავინ არ დაკარგავს არც თანამდებობას და არც სამსახურს ოცნების წარმომადგენლები, არვინ არ დაიჩაგრება. რევანშის გზით არ ვაპირებ სიარულს, მაგრამ 60% ხმა მისცა ივანიშვილის წინააღმდეგ.
სააკაშვილს სურს საქართველოში ჩამოვიდეს.
„მე არც ერთი თანამდებობა არ მინდა ჩემი ქვეყანა მენატრება, ჩემი ვენახი, ქუთაისი, ანაკლია, ერთი ახირებული კაცის გამო, რომელმაც რაღაც იდიოტობებისთვს გამასამართლა და არ მაძლევს უფლებას ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდე. მე მიდა მქონდეს უფლება ჩემს ქვეყანაში ყოფნის, ღვინის დაწურვის და შვილებთან ყოფნის…“
ექსპრეზიდენტი გამორიცხავს, რომ ოცნებამ გგაიმარჯვა.
„ახლანდელ შედეგებს რაც შეეხება, ეს სრულიად გამორიცხულია, ქართველი ხალხი გამოვა გარეთ, არ ვაპირებ თავის გასულელებას, ყველამ იცის რაც მოხდა…თბილისში პირველად მოიგო ნაცმოძრაობამ დიდი უპირატესობით…“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულის“ ეთერში. (ვიდეო)
