ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბიძინა ოცნების გადაჩენას მილიარდებით მაინც ვერ შეძლებს“-ნინო ბურჯანაძე

„ბიძინა ოცნების გადაჩენას მილიარდებით მაინც ვერ შეძლებს“-ნინო ბურჯანაძე

 „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე  ოცნების ირგვლის განვითარებულ პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ ამიერიდან ივანიშვილის მილიონები ოცნების გადარჩენას ვერ შეძლებს:

„მმართველ გუნდში პოლიტიკური კრიზისი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ დღეს უკვე ეს კრიზისი ნათლად გამოჩნდა. უმრავლესობის დაშლის პროცესი აბსოლუტურად შეუქცევადია და რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი, ის   ამის შეჩერებას თავისი მილიარდებით მაინც ვერ შეძლებს. სავარაუდოა, რომ ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელს არ იყოს ისეთი დასუსტებული, როგორც დღეს არის. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ „ოცნების“ დამფუძნებლებმა გააპროტესტეს სასამართლო სისტემის ისეთი ადამიანების ხელში ჩაგდება, როგორიცაა მურუსიძე და ჩინჩალაძე. ნამდვილად დასაფასებელია მათი პროტესტი, თუმცა ის ფაქტი, რომ დღეს ეკა ბესელია,გედი ფოფხაძე  და სხვები აკრიტიკებენ  ირაკლი კობაიძეს და არა მთავარ შემოქმედს იმ უბედურებისა, რაც ქვეყანაში გვაქვს, შეიძლება იყოს ტაქტიკა. შეიძლება, მათ ჯერ არ სურთ ივანიშვილის ბოლომდე განაწყენება, შეიძლება მათ აქვთ სურვილი  ბიძინა ივანიშვილი  გადმოქაჩონ სწორ პოზიციაზე, თუმცა ეს ვერსია ცოტა გულუბრყვილოდ მეჩვენება“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com