დღეს პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსათვის“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა, შეხვედრა რა თქმა უნდა დახურული იყო და დეპუტატებმა მთავარი სათქმელი პრესას მაინც არ გაუმხილეს.
გაირკვა მხოლოდ ის, რომ ჯერჯერობით პარტიას არავინ არ ტოვებს, არც გარიცხვა ემუქრება უმრავლესობის რომელიმე წევრს. ერთი კი ცხადია, ივანიშვილისაგან მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გარკვეული მითითებები და დავალებები მიიღეს და შესაძლოა საყვედურებიც. უმრავლესობის შეკრებიდან გამოსული დეპუტატები ჟურნალისტებთან ასეთ კომეტარებს აკეთებდნენ:
„რომელიმე „გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა საკითხები. მე ძალიან გთხოვთ, ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს, რადგან აქამდე არ დადის ეს ყველაფერი და არ არის საუბრის ის ფორმა, რაც ერთმანეთს უნდა ვაკადროთ. განვლილ პროცესებზეც გვქონდა მსჯელობა. არის საკითხები, რასაც ერთანირად ვუყურებთ, არის საკითხები, რაზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ესეც ნორმალურია“, – განაცხადა ბესელიამ.
ბიძინა ივანიშვილი კარგად უძღვებოდა ამ არცთუ ისე იოლ სხდომას – გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა საკითხები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პროცესი არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან კარგი. ჯანსაღი ეტაპი იწყება „ქართულ ოცნებაში“ და დღევანდელი დღე იყო ამის საუკეთესო მაგალითი. ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ავტორი თავად, რომელიც წავიდა არა დანგრევისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის შიგნით და ყველა აზრი, განსაკუთრებით კრიტიკული აზრი, ყველა იქნა აწონილი. ერთი რამ უდავოა, ჩვენ მივიღებთ ერთ პოზიციას. გუნდის დაშლის ან გარიცხვა-გამორიცხვის ნიშანწყალი დღეს აღარ იყო. იყო საქმიან რეჟიმში ჩატარებული შეხვედრა. ძალიან შინაარსიანი საუბარი ხვალაც გაგრძელდება და გამიჩნდა დიდი რწმენა, რომ შევჯერდებით და ისეთ მოსამართლეებს შევარჩევთ უზენაეს სასამართლოში, რომლებიც იმსახურებენ საზოგადოების მაღალ ნდობას“, – განაცხადა ქანთარიამ.