ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბიძინა  ივანიშვილმა ოცნების  გუნდს გახარიას კანდიდატურა  პრემიერის  პოსტზე შესთავაზა

ბიძინა  ივანიშვილმა ოცნების  გუნდს გახარიას კანდიდატურა  პრემიერის  პოსტზე შესთავაზა

 

 

ახლახანს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა  ივანიშვილმა ოცნების  გუნდს გახარიას კანდიდატურა  პრემიერის  პოსტზე შესთავაზა.

„დღეს დილით გვქონდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის,  გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა.

ამის შემდგომ უმრავლესობასთან გვქონდა შეხვედრა და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ჩვენი არჩევანის ობიექტური შეფასება. თქვენც და საზოგადოებაც კარგად იცნობს  გიორგი გახარიას . მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს“, – განაცხადა  ბიძინა ივანიშვილმა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მე აღარ ვარ ბიზნესში, ვარ პოლიტიკაში, გაჭირვებულ ადამიანებს ჩემი ოჯახი 100 ათასი ლარით დაეხმარება“

„მე აღარ ვარ ბიზნესში, ვარ პოლიტიკაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაპირებ, ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com