ახალი ამბები
Home / აქცია / „ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა სიღატაკემდე“-მამუკა ხაზარაძე

„ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა სიღატაკემდე“-მამუკა ხაზარაძე

„აქ როცა მოვდიოდი, ერთი ჩემი უბნელი, კარგი კაცი – ტაქის მძღოლი შემხვდა და ერთი ფრაზა მითხრა: ნახევარი საქართველო ადამიანებად არ მივაჩნივართ „ოცნებას“ და ბიძინასო. „ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა შუაზე გაყო, ჩვენი ერი დააპირისპირა და ამას საფუძველს უკვე ბოლო 8 წელიწადია ნაბიჯ-ნაბიჯ უყრის. მან თავისი უსაფრთხოების გამო, ქვეყნის უსაფრთხოება დააყენა საშიშროების წინაშე და მოკლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი – ანაკლია, რომელიც იქნებოდა ჩვენი ქვეყნის შემოტრიალების წერტილი ეკონომიკურად, აფახაზებთან სალაპარაკოდ, საქართველოში ნამდვილი დროშის ჩასარჭობად, რომ რეგიონალური ლიდერები გავხმდარიყავით. მან იმისათვის, რომ თავისი უსაფრთხოება გადაერჩინა, მიისაკუთრა სასამართლო, მიისაკუთრა იმ ოდიოზური მოსამართლეებით, იმ ოდიოზური პროკურორებით, რომლებიც 2 კმ-ში არ უნდა იყვნენ სასამართლოს შენობასთან გაკარებულები. მან ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა სიღატაკემდე და ხალხს პირდაპირ უთხრა დაუფარავად, ცინიკურად – წადით ამ ქვეყნიდან, აქ სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, წადი სხვაგან იმუშავეო. მან 31ოქტომბრის არჩევნებით, ყველაზე დიდი რამ ადამიანისთვის – ხმა მოპარა ქართველ ხალხს, ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული თითოეული ჩვენგანისთვის. ამას არავინ დათმობს, პირდაპირ გეუბნებით, ამას არავინ დათმობს“-განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“  ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აქციაზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები”-მეუფე იაკობი

“შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე ...