ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბიძინა ივანიშვილი: „ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი მოსახლეობა. რაც თავად დააშავეს, ის უნდათ გადააბრალონ ქართულ ოცნებას და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს`video)

ბიძინა ივანიშვილი: „ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი მოსახლეობა. რაც თავად დააშავეს, ის უნდათ გადააბრალონ ქართულ ოცნებას და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს`video)

“ქართული ოცნების” ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. 

„თქვენ გახსოვთ 2012 წლის შემდეგ როგორ ვცვლით სიმახინჯეებს, როგორ ვითარდება ქვეყანა სწორი მიმართულებით. დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, და ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი მოსახლეობა. რაც თავად დააშავეს, ის უნდათ გადააბრალონ ქართულ ოცნებას მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ეს მოღალატეები ცდილობენ სალომე ზურაბიშვილის მოღალატედ შერაცხვას.

გახსოვთ გირგვლიანის და სხვა ახალგაზრდების მკვლელობები. ცდილობენ სკოლაში მომხდარი ტრაგედია დააბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და იდენტური გახადონ გირგვლიანის მკვლელობის.

წუხანდელი გადაცემა ალბათ ნახეთ… ღიმილს იწვევს. რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მართლაც შევხვდი მას ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ. ჩვენ ბიზნესის დახმარებას მაქსიმალურად ვცდილობთ. ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩვენთან, აქვს განცდა, რომ ვცდილობთ ხელის შეწყობას და დახმარებას. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა და რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. გამოიტანოს ამ საუბრის ჩანაწერი და გვაჩვენოს!”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილმა . დღეს გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com