ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბიძინა ივანიშვილი პრემიერის შეცვლას არ აპირებს

ბიძინა ივანიშვილი პრემიერის შეცვლას არ აპირებს

    ბიძინა ივანიშვილი-ის სურათის შედეგი პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, – ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს რიგით მეხუთე ყრილობა გამართა, სადაც ბიძინა ივანიშვილი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, მანამდე კი აღნიშნულ პოსტს გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

დღეს გამართულ ყრილობაზევე მოხდა ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დამტკიცებაც, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახლად დანიშნული მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com