ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბიძინა ივანიშვილი იუბილარია, ის 63 წლის გახდა, მისი ქონება $5,8 მილიარდია

ბიძინა ივანიშვილი იუბილარია, ის 63 წლის გახდა, მისი ქონება $5,8 მილიარდია

 „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“  ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იუბილარია, ის 63 წლის გახდა.

ივანიშვილის ქონება $5,8 მილიარდი ბოლოს 2015 წლის აგვისტოში იყო. ბოლო 5 წელში, ყველაზე მეტ ქონებას ივანიშვილი Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით 2013 წელს ფლობდა და ის $6,4 მილიარდს შეადგენდა.

2016 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონება $350 მილიონით გაიზარდა. გასული წლის ბოლოს Bloomberg-ს ივანიშვილის ქონება $5,45 მილიარდად ჰქონდა შეფასებული, დღეს კი მისი ქონება $5,8 მილიარდია.

წლის პირველ სამ თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება $100 მილიონით გაიზარდა, თუმცა, მარტში $5,5 მილიარდამდე შემცირდა. აგვისტოში ივანიშვილის ქონება $5,65 მილიარდამდე გაიზარდა, დეკემბრის ბოლომდე კი ივანიშვილი კიდევ $150 მილიონით გამდიდრდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com