ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბიძინა ივანიშვილი და ოცნების სხვა ლიდერები ხალხში გასვლას იწყებენ

ბიძინა ივანიშვილი და ოცნების სხვა ლიდერები ხალხში გასვლას იწყებენ

არჩევნნების დროს „ქართული ოცნების“ ლიდერები მიხვდნენ, რომ ხალხი  განუდგა და ახლა გადადაწყვიტეხალი  მომდევნო კვირიდან ამომრჩეველთან შეხვდნენ. ახალი  სტრატეგიის შესახებ ცნობილი მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა, სადაც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატებსა და რაიონების გამგებლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასრულებისშემდეგ საკრებულოს დეპუტატებმა „კურიერთან“ განაცხადეს, რომ მეორე ტურისთვის პარტია სრულ მობილიზაციას მოახდენს და უფრო გააქტიურდებიან. „ოცნების“ ლიდერები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრას მომდევნო კვირიდან იწყებენ.

მმართველი პარტიის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ ამომრჩეველთან შეხვედრებში ბიძინა ივანიშვილმაც მიიღოს მონაწილეობა.

„ქართული ოცნების“ ოფისში დახურულ შეხვედრაზე კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატები რაიონების გამგებლებთან ერთად დაიბარა და მეორე ტურის სტრატეგია გააცნო.

„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში სრული რესურსით ერთვება.

მმართველი პარტია მეორე ტურის წინ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ცნობილი გახდა, რომ იქმნება ორი საარჩევნო შტაბი. რეგიონებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე იქნება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ხაზარაძე მიშას ბანკირ-ზონდერი-როგორ აახია ბანკი „კონსტანტა“ლებანიძეებს,დაკავებამდე 16 მილიონი მიატანინეს- გირაო, წინა დღით ხაზარაძემ გადაიხადა“

****   ხაზარაძის “საქმენი საგმირონი” , როგორ აახია 2011 წელს მამუკა ხაზარაძის TBC-მ თამარ და ლევან ლებანიძეებს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com