ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბიძინა ივანიშვილი არის შარაგზის ყაჩაღი, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მამუკა ხაზარაძეს წაართვას პორტი, წაართვას და დაუნგრიოს ბანკი”

„ბიძინა ივანიშვილი არის შარაგზის ყაჩაღი, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მამუკა ხაზარაძეს წაართვას პორტი, წაართვას და დაუნგრიოს ბანკი”

 

 ჟურნალისტი  ნინო ჯანგირაშვილი   „TV Pirveli”-ის გადაცემაში „პირველებში” აცხადებს:

„შემზარავია ჩემთვის ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ. ჩვენ ახლა ვუყურებთ, როგორ არის ერთი კაცი მიმდგარი თუ მომდგარი სახელმწიფოს ბულდოზერით და ანგრევს. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აბსოლუტურად აქრობს ამ ქვეყანაში სახელმწიფოს ნიშან-წყალს…. ამ კაცმა გაგვარკვიოს, ვინ არის ის და სად არის. ის არის პოლიტიკოსი, პარტიის თავმჯდომარე, ის არის ბიზნესმენი, მომრიგებელ-მოსამართლე სხვადასხვა ტიპის დავებში, ის არის კანონიერი ქურდი, შარაგზის ყაჩაღი თუ ვინ არის ბოლობოლო ის ამ ქვეყანაში, თორე დაგვენგრა ამასობაში სახელმწიფო. აქ ხაზარაძე კი აღარ არის უკვე პრობლემა, პრობლემა არის ის, რომ ღიად ვუყურებთ ამ თავხედობას, რასაც ივანიშვილი სჩადის….

 მამუკა ხაზარაძეს წაართვას პორტი, წაართვას ბანკი და დაუნგრიოს ბანკი”,ბიძინა ივანიშვილი არის შარაგზის ყაჩაღი, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა“-აცხადებს  ჯანგირაშვილი.

„არ ვეცდები ვიყო კორექტული – ივანიშვილი არის ფხუკიანი, არანორმალური კაცი. მას რა ელანდება, მე არ ვაპირებ გამოცნობას. ჩვენ ვიცით, რომ ის 2030 წლამდე აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას და ვინც პოტენციაში შეიძლება მას საფრთხე შეუქმნას, ძლიერი ფინანსური ჯგუფი იყოს, ან ოპოზიცია დააფინანსოს, ყველა უნდა გაანადგუროს.

ერთი ძალიან ლეგიტიმური ვერსია ესეც არის, მაგრამ აქ, ამ შემთხვევაში იცით რაშია პრობლემა? – კაცი იმდენად გათავხედებულია უკვე, რომ აღარც ერიდება. ეს მაგიჟებს. რაც შეეხება სააკაშვილს, ივანიშვილი ისე მოვიდა ხელისუფლებაში და ისე წავა ძალიან მალე, რომ ვერც მიხვდება ჩვენ სააკაშვილს რას ვერჩოდით. ის რომ გვეუბნება, რომ სააკაშვილს ებრძოდა, როდის შეებრძოლა? 2011-ში ხო, რაღაც რომ აწყენინა და რაღაც არ მისცა და რაღაც ვერ გაიყვეს. ამის გამო გაუწყრა ის სააკაშვილს, თორე ჩვენ რისთვის ვებრძოდით სააკაშვილს, რისთვის ვიდექით ყველაფერზე ქუჩაში, ნელ-ნელა რომ უახლოვდება იმ ზღვარს კი არადა, უკვე გადალახა – ერთი ციხეში წამებაღა დაგვრჩა, უკვე გადალახა ის ზღვარი ივანიშვილმა…. პროკურატურა და საქართველოს ეროვნული ბანკი მის პირად „სერვისად” იქცა.დღეს მე არ ვიცი, რას აპირებს ხაზარაძე, მაგრამ თუ ის გადაწყვეტს ბრძოლას,  მე როგორც ერთი რიგითი მოაქალაქე, ყველგან ვიდგები მის გვერდით კი არა, ამ ქვეყნის გვერდით“-განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com