ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბიძინა ივანიშვილი არის ვლადიმერ პუტინის მეჭეჭი-  დედლებო, თქვენ პირუტყვული შიში გაქვთ “ნაციონალური მოძრაობის”-ისე ნუ გააკეთებთ, რომ ამას ქვეყანა გადააყოლოთ, ჩემო “მეოცნებეებო”

„ბიძინა ივანიშვილი არის ვლადიმერ პუტინის მეჭეჭი-  დედლებო, თქვენ პირუტყვული შიში გაქვთ “ნაციონალური მოძრაობის”-ისე ნუ გააკეთებთ, რომ ამას ქვეყანა გადააყოლოთ, ჩემო “მეოცნებეებო”

 

გუბაზ სანიკიძე კლავ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს.

„სააკაშვილის შიშით რას დაამსგავსეთ ეს ქვეყანა ვერ ხედავთ ხალხო? გამოგონილი, პირუტყვული შიშით თან. ამ ერთი კაცის ასე რამ შეგაშინათ თქვენ მართლა მხდალებო და დედლებო? სააკაშვილის წინააღმდეგ მე და აქუბარდიას რომ გვიბრძოლია და ოპოზიციაში ვყოფილვართ, ბევრმა არ დაიკვეხოს. მაგრამ მისი არ მეშინია, ან ადამიანი მორწმუნე თუ ხარ მეორე ადამიანმა როგორ უნდა შეგაშინოს? კაცი, ამ ქვეყანაში არ არის, 2-3 ათასი კილომეტრით არის თქვენგან დაშორებული და ასე როგორ გეშინიათ მისი, რომ ათას სისულელეს გაკეთებინებთ?

იმის გამო, რომ თქვენ პირუტყვული შიში გაქვთ “ნაციონალური მოძრაობის” ისე ნუ გააკეთებთ, რომ ამას ქვეყანა გადააყოლოთ,  ჩემო “მეოცნებეებო”. 

ჩვენი ხელისუფლება დღეს, შეგნებული ღალატის თუ კრეტინიზმის გამო ხელს უწყობს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება იტვის, რომ ომი დაიწყო საქართველომ. 

ბიძინა ივანიშვილი არის ვლადიმერ პუტინის მეჭეჭი. 

დღევანდელი ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” შიშით მიდის ეროვნულ ღალატზე. ერთმანეთთან დაპირისპირებაში და ერთმანეთის ჯინაზე ქვეყანა კარგავს ეროვნულობას. არაფრის გამკეთებელი ეს ბიძინა რომ არ არის გარდა ბოროტებისა ხომ ვიცით? რომ არაფრის აზრზე არ არის ესეც ხომ ვიცით?-ვიცით!გაგვთოკავენ და ჩაგვაბარებენ რუსებს. 20-ში ის ახალგაზრდობა გარეთ რომ არ გამოსულიყო, ჩვენ უკვე ჩაბარებულები ვიქნებოდით რუსეთისთვის”-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტვ “კავკასიას” ეთერში, სადაც აგვისტოს ომსა  და რუსეთის პროპაგანდისტული მანქანების გავლენაზე იყო საუბარი.

ავტორი: გურიის მოამბე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com