ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში (ვიდეო)

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან დენდროლოგიური პარკის გაშენება ერთი წლის წინ დაიწყო.

პარკის მოსაწყობად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხე-მცენარეები, მათ შორის ასწლოვანი, გიგანტური ხეები გადააქვთ.

„პარკი კერძო ტერიტორიაზე შენდება, პრობლემა არ არის. აქამდე აშენებული პარკების ისტორიას შეგახსენებთ: ივანიშვილმა ჯერ შეისყიდა სახელმწიფოსგან მიწები, გაწმინდა, მოაწესრიგა, გააშენა პარკები და შემდეგ აჩუქა სახელმწიფოს. რაც შეეხება დენდროლოგიური პარკის საზოგადოებრიობას, დღეს ივანიშვილს ამის სურვილი აქვს, მაგრამ არა – ვალდებულება. ამას ხაზს ვუსვამ! ის პარკს აკეთებს საკუთარი სახსრებითა და ნებით და არა ვინმეს მიმართ ვალდებულების გამო. მას ამ პარკის საჯაროობის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, გააჩნია მხოლოდ სურვილი და კეთილი ნება. შესაბამისად, პარკი გაიხსნება მაშინ, როცა დასრულდება მშენებლობა და ივანიშვილს დარჩება სურვილი, პარკი საზოგადოებრივი გახადოს” , – განაცხადა ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი უძილაურმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. მოიხსენოს უფალმა სასუფეველსა თვისსა (1989 წლის ...