ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბიძინა ვერ წაგვართმევ თავისუფალ არჩევნებს და ვერ დაგვაჩოქებ“-გიგი უგულავა

„ბიძინა ვერ წაგვართმევ თავისუფალ არჩევნებს და ვერ დაგვაჩოქებ“-გიგი უგულავა

„ ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოში ბოლომდე დაასამარა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა „ოცნება“, იმიტომ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, ჩვენ ყველანი გავხდით იმ არნახული და გამაოგნებელი გადაგდების მომსწრე, როდესაც მონა დაჩი ბერაიამ და ვითომ ხუნდაძემ ხუნდები აიყარა და გვითხრა, რომ პროპორციული თურმე ზღაპარი ყოფილა, თურმე თავისუფალი არჩევნები ზღაპარი ყოფილა და თურმე ჩვენ არაფერს არ დაგვპირებიან, თურმე ხალხს გავრილოვი მოელანდა აქ. იმის მერე ჩვენ ერთი წელიწადია არ ვნებდებით, მოვდივართ, ვიკრიბებით აქ და ვეუბნებით – „ვერ წაგვართმევ და ვერ დაგვაჩოქებ“. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს და მერე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი, ვინ მართოს, ვინ იყოს ოპოზიციაში, ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს და სად უნდა იყოს და ეს მომენტი დადგა მეგობრებო!ჩვენ ვიკრიბებით, ჩვენ გვებრძვიან, ჩვენ თავს გვესხმიან, ჩვენ გვაპატიმრებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლებ“-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროსტესტო აქციაზე განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი~-ნიკო კვარაცხელიას დედა

,მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს ...