ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბიძინა გიორგობიანი:„ მათ აქვთ პირდაპირი რევოლუციური სცენარი და არც მალავენ…“

ბიძინა გიორგობიანი:„ მათ აქვთ პირდაპირი რევოლუციური სცენარი და არც მალავენ…“

ბიძინა გიორგობიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში ემიგრანტების აქტიურობასა და პოლიტიკურ პროცესებზე ტელეკომპანია თოქ-შოუ „იმედი LIVE“-ის ეთერში ისაუბრა.

მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური თამასა ძალიან დაბალია და ხედავს შესაძლებლობას, რომ ეს თამასა სალომე ზურაბიშვილმა 6-წლისნი პრეზიდენტობის შედეგად აწიოს.

„სალომე ზურაბიშვილი არის პრინციპული ადამიანი და მას შეუძლია მისი პრინციპულობა დაიცვას. ის არის ადამიანი, რომლის „არა“ ნიშნავს და არას და „დიახ“-თანხმობას“, – განაცხადა გიორგობიანმა.

მისი შეფასებით, წინა საარჩევნო პერიოდში ტელევიზიები სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმოდნენ და საზოგადოებას თავში „დაუბეტონეს“, თითქოს სალომემ თქვა, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ხუთი ტელევიზია რამდენიმე თვე ამ ქალისგან საქართველოს მტერს ქმნიდა.

„სალომე ზურაბიშვილის ოჯახი ემიგრაციაში ეკლესიებს აშენებდა და ქართულ ემიგრაციას და პოლიტპატიმრებს იცავდნენ. ეს ადამიანები ემიგრაციაში საქართველოს ინახავდნენ, როგორც ღადარში ნაკვერჩხალს“,- დასძინა გიორგობიანმა.

გიორგობიანის ვარაუდით, ოპონენტებს აქვთ რევოლუციური სცენარი, რომელსაც არც მალავენ. 2003 წელს სააკაშვილი მალავდა მის მიზნებს, ახლა არც მალავენ. ატყუებენ ხალხს, კრედიტების დაფარვით და ეს ადამიანები მიდიან და აძლევენ ხმას. „ოცნებაზე“ გაბრაზებულმა ხალხმა პროტესტი არჩევნებზე არწასვლით გამოხატა.

გიორგობიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მთავარი შეცდომა იყო, რომ „ოცნება“ პოლიტიკური პარტნიორის გარეშე დარჩა.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, პოლიტიკურ სათამაშო მოედანზე „ქართული ოცნება“ დარჩა პარტნიორის გარეშე, არა ისე, როგორი მარიონეტებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა, არამედ ნამდვილი პოლიტიკური პარტნიორების გარეშე“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის შეცდომა კონსულტაციების ნაკლებობაა. რაც აუცილებლად უნდა გამოასწორონ.

www.imedi.ge/ge/video/30074/bidzina-giorgobiani-mat-aqvt-pirdapiri-revolutsiuri-stsenari-da-arts-malaven

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com