ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბიძინა ბანდიტია, რომელსაც უფრო დიდი ბანდიტი აზის თავზე“-გუბაზ სანიკიძე

„ბიძინა ბანდიტია, რომელსაც უფრო დიდი ბანდიტი აზის თავზე“-გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციისა და ხელისუფელბის უშედეგო მოლაპარაკებას პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე გამოეხმაურა და განაცადა, რომ მოლაპარაკებებში ამერიკელების ჩარვა უფრო რეალურია, რადგან ევროპელები ხელისუფლების მიმართ ზედმეტად ლოიალურები არიან.

„ზედმეტი ილუზიები უნდა გაქრეს ოპოზიციაში, რომ ბანდიტებს რაიმეში დავარწმუნებთ..არ შეიძლება მოლაპარაკებაში იყოს მაფიოზების კრებული, ბანდა…. რა იციან, რა არის საქართველოს ინტერესი, ან საიდან უნდა იცოდნენ? ყველას ვიცნობ შემწვარს, მოხარშულს და უმად…

-ამერიკელები უფრო სხარათები არიან და მობილურები… რა თქმა უნდა ისინი ჩაერთვებიან უკვე მოლაპარაკებებში, აქამდე აცალეს ევროპელებს,. მაგრამ შედეგი არ არის, მათ ვერ დაარწმუნეს ხელისუფლება, მათ ტაქტიკა არ ჰქოდათ სწორი- არა ის, თუ რა მოეწონება ბიძინას…“-აცხადებს სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის წარუმაებელ დიალოგში რუსეს ადანაშაულებს, რადგანაც ბიძინა რუსეთის მითითებებს ასრულებს.

„ბიძინა ივანიშვილი არ არის თავისუფალი თავის არჩევანში…ის რუსეთის დავალებას ასრულებას.. დარიშკინის განცხადებას არავინ არ აქცევს ყურადღებას. სად გაგიგიათ გარე დაზვერვის შეფი განცხადებებს ავრცელებს ამა თუ იმ ქვეყნის მიმართულებით?.

პირდაპირ ბიძინა გააფრთხილა, ბიძინა ემანდ ხელი არ წაგიცდეს და კომპრომისზე არ წახვიდე. საქმე გვაქვს ბანდიტთან, რომელსაც უფრო დიდი ბანტიდი აზის თავზე …ძალიან რთული სუტაციაა,,ჩვენ აღარ განვიხილავთ ქვეყანას საგარეო კუთხით.. უმძიმესი საგარეო ვითარებაა, ჩვენ ვეღარ მივყვებით ფერხულში, აღარ ვართ აუტსაიდერები- რაღაც ბნელ და ნესტიან საკუჭნაოში ვართ აღმოჩენილები…ეს მოახერხა ბიძინამ..“

სანიკიძის ზრით, ყველაზე დამაგრეველი მმართველი ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა.

„ამ ქვეყანას ჰყავდა სამი პრეზიდენტი(თავი დავანებოთ წინაღმდეგობებს და ტრაგედიებს)

ზვიადმა ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, შევარდნაძემ ფუნქცია შეძინა და სააკაშვილმა კი სახელმწიფოს საფუძველი შექმნა, ბიძინამ კი ყველაფერი დაკარგა…

ქვეყანა გაანადგურდა ბიძინას და მისი ბანდის მიერ.თავისუფლებასაც ვკარგავთ, ფუნქციასაც და სახელმწიფოც აღარ გვაქვს…“-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „პოლიტმეტრის“ ეთერში..

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...