ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბიძინას ნახირი ხართ, სალაფავს მისეულები, ცოტა ხანში თქვენი სისხლის დალევა მოუნდება ამ ხალხს“…-გუბაზ სანიკიძე ოცნებას მიმართავს

„ბიძინას ნახირი ხართ, სალაფავს მისეულები, ცოტა ხანში თქვენი სისხლის დალევა მოუნდება ამ ხალხს“…-გუბაზ სანიკიძე ოცნებას მიმართავს

 ყოფილი მეოცნებ  “გუბაზ სანიკიძე  „ბიძინა ივანიშვილის ნახირს უწოდებს “„ქართული ოცნების“ და ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამბობს, რომცოტა ხანში მათი სისხლის დალევა მოუნდება ხალხს“-აღნიშნულის შესახებ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში დავით აქუბარდასთან სტუმრობისას ისაუბრა.

„წალეკილები იქნებით და ‘მიშა მოდის, მიშა მოდის’ აღარ გიშველით და პირიქით მოხდება. ის ძალას იკრებს იქა და აქაც იკრებს ძალას. ხომ იყავით გაოგნებულები პირველი ტურის მერე, თქვენი ბელადიანად? აღარ ჭრის, გადით ხალხში, იკითხეთ რა ხდება, მანქანებიდან რომ აღარ ჩამოდიხართ უკვე, წარმოდგენა რომ არა გაქვთ. გადით ქუჩაში. ცოტა ხანში თქვენი სისხლის დალევა მოუნდება ამ ხალხს. მოგიგროვდებათ ეს ყველაფერი, არავინ აღარ გაარჩევს უკვე, ყველა ერთის წინააღმდეგ წავა. ასე იქნება, ეჭვი არ შეგეპაროთ. ეჭვი არ შეგეპაროთ! ეს ხლართები დაიტოვეთ თქვენთვის, შიგნით, ერთმანეთს რომ იმგენს უქვეყნებთ, რა ქვია, ჩანაწერებს. გუნდი ვართ, გუნდში… რომელი გუნდი ხართ? კალათბურთელები ხართ, ფეხბურთელები ხართ თუ წყალბურთელები ხართ, თუ რა გუნდი ხართ? გუნდს აქვს საერთო ინტერესი, თქვენ რა საერთო ინტერესი გაქვთ? ხართ ნახირი, ბიძინას ნახირი, სალაფავს მისეულები. ხელფასზე გაყიდული სამშობლო. აი, ეს არის საქართველო“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 წყარო: სააგენტო „გარდიანი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სალომე ზურაბიშვილი: „აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია“(ვიდეო)

„აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია, ორმხრივი კომისია აგრძელებს მუშაობას და ყველა საზღვრის დელიმიტაცია მოხდება და  გაირკვევა“- განაცხადა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com