ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბი­ნის მფლო­ბელ­ ზაურ ბუ­და­ტოვს სარ­და­ფისა და ბი­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სურდა,სარემონტ­ო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ციელდა რა­მაც კორპუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზოს ჩამონგრევა გა­მო­იწ­ვია

ბი­ნის მფლო­ბელ­ ზაურ ბუ­და­ტოვს სარ­და­ფისა და ბი­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სურდა,სარემონტ­ო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ციელდა რა­მაც კორპუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზოს ჩამონგრევა გა­მო­იწ­ვია

შსს-მ ბა­თუმ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვის ფაქ­ტზე 3 პირი, მათ შო­რის პირ­ველ სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნის მე­სა­კუთ­რე და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე ერთ-ერთი ბი­ნის მფლო­ბელ­მა ზაურ ბუ­და­ტოვ­მა ბი­ნა­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის 2 პირი და­ი­ქი­რა­ვა.

ბი­ნის მე­სა­კუთ­რის მი­თი­თე­ბით და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­მაც კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზოს ჩა­მონ­გრე­ვა გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც “ბა­თუ­მე­ლე­ბი” წერს, ბუ­და­ტოვს სარ­და­ფი­სა და ბი­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სურ­და და სწო­რედ ამ მო­თხოვ­ნით სა­ჯა­რო რე­ესტრს 2021 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს მი­მარ­თა.”რე­ესტრმა სწო­რედ 8 ოქ­ტომ­ბერს ხარ­ვე­ზი და­ა­ფიქ­სი­რა და წარ­მო­ე­ბა შე­ა­ჩე­რა, მი­ზე­ზად საკ­მა­რი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბა, მთა­ვარ მი­ზე­ზად კი სარ­და­ფის და სარ­თუ­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ნა­ხა­ზის უქონ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...