ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბიზნესრეკეტი: როგორ გაიტანეს 4 მილიონი “თიბისი” ბანკიდან ქეშად-4 მილიონის გატანის ოპერაციას, მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი და მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე კურირებდნენ(ვიდეო)

ბიზნესრეკეტი: როგორ გაიტანეს 4 მილიონი “თიბისი” ბანკიდან ქეშად-4 მილიონის გატანის ოპერაციას, მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი და მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე კურირებდნენ(ვიდეო)

 

როგორ გაიტანეს 4 მილიონი “თიბისი” ბანკიდან– „კურიერმა“ ფოტომასალა მოიპოვა, რომელიც “თიბისი ბანკის” მარჯანიშვილის ფილიალთანაა გადაღებული.

ეს სწორედ ის დღეა, როდესაც ზაზა ოქუაშვილისთქმით, მისი კუთვნილი 4 მილიონი ოთარ ფარცხალაძისა და გიორგი გახარიას დავალებით ბანკიდან გამოიტანეს. 

ფოტომასალაში ასახულია, როგორ გააქვთ „ქეშად“ 4 მილიონი თვისი ბანკიდან, რომელზეც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი საუბრობდა და ამბობდა, რომ ამ 4 მილიონის გატანის ოპერაციას, მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი და მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე კურირებდნენ.

ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც მას ყოფილმა პრემიერმა 4 მილიონი მოსთხოვა, გიორგი გახარიაც ესწრებოდა. მისი თქმით, ამ პერიოდში, გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი და ის კარგად იყო ჩახედული შიდა საქმეებში.

**

„4 მილიონი უნდა დაენახათ, როგორც თაგვს ყველი, რომ ცოტა დამშვიდებულიყვნენ“ – ამის შესახებ განცხადება ზაზა ოქუაშვილმა გააკეთა.

მან გადაცემა ,,კვირის აქცენტებში” დეტალურად ისაუბრა, როგორ სთხოვდა ბიძინა ივანიშვილი 4 მილიონს და რა გზებით შეძლო მან, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისთვის ეს თანხა გამოერთმია. ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, შეიქმნა ფირმა, რომელიც დარეგისტრირდა ოფშორში და 24 საათში მის ანგარიშზე დაჯდა 4 მილიონი.

-ავიღე და 4 მილიონი გადავრიცხე ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახსნილი ფირმა იყო. ფირმა იყო გახსნილი ოფშორში და დაჯდა 4 მილიონი, ინიშნება დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რომელიც აბსოლუტურად არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისი თქმით, თანხა გასცა ,,თიბისი ბანკმა”. რომელიც იმყოფებოდა გიორგი გახარიას ზეწოლის ქვეშ.

-ეს მოხდა “თიბისი ბანკში”. დაიბარეს დირექტორები და რა ზეწოლის ქვეშ იყო ბანკის დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ხაზარაძე, დაიბარა გახარიამ. რეკავდა ფარცხალაძე, რეკავდა ლევანი. ვერ დაბლოკეს.

,,თიბისი ბანკს” უნდა დაებლოკა, ეს იყო აბსოლუტურად პროცედურის დარღვევა. ის, რომ ფირმა 24 საათის გახსნილი იყო.  ის, რომ ფირმაში 4 მილიონი ასე ერთბაშად არ უნდა გაცემულიყო. ამ შემთხვევაში მივიდა ბუცხრიკიძე და უთხრა თვითონ.

თანავუგრძნობ მე მას. ყველა ვერ გაუძლებს იმ ზეწოლას, რაც ჰქონდა ივანიშვილისგან და გახარიასგან, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებდა, რომ ბანკი დაიხურებოდა 06:00 საათზე და ამ თანხის გატანას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ზეწოლის შედეგად მოხდა ისე,  რომ ბანკმა თანხა გასცა 08:00 საათზე.

ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ფირმის დირექტორებმა თანხა გაიტანეს, მათ გარეთ დახვდათ შეიარაღებული პირები და მიუთითეს, თუ რომელ მანქანაში უნდა ჩაედოთ ფული.

-დაკეტილი კარები რომ გააღეს, აბსოლუტურად პერიმეტრი კონტროლდებოდა შეიარაღებული ხალხით. ეს იყო დაყაჩაღება ბანკის. უთხრეს, რომ ჩანთა, რომელიც ეჭირათ, ჩადებდნენ მანქანაში. შეიარაღებული კაცი ელოდებოდა, რომელმაც უთხრა, ეთქვა, რომ სახეში არ შეეხედა, – განაცხადა ოქუაშვილმა.

ფოტოები, სადაც კარგად ჩანს როგორ გააქვთ ზაზა ოქუაშვილისთვის წართმეული 4 მილიონი TBC ბანკიდან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს – “კურიერმა” ახალი მასალა მოიპოვა.

ფოტოებზე ჩანს სპორტის ყოფილი მინისტრი, რომელიც ბანკის მისაღებში იმყოფება, სწორედ იმ დღეს როცა ბანკიდან ოქუაშვილის გადარიცხული 4 მლნ გაიტანეს.

პირი, რომელიც ბანკში ლევან ყიფიანთან ერთად არის, მოგვიანებით ჩნდება იმ შავ მანქანასთან, რომელიც ბანკის შესასვლელთანაა გაჩერებული და რომლითაც ფული უნდა წაიღონ.

“კურიერის” ინფორმაციით, ეს პირი, რომელიც სპორტის ყოფილ მინისტრთან ერთადაა ასახული და სავარაუდოდ თანხის გატანის ოპერაციას კურირებდა და ის კომპანია “ოლიმპუსის” დირექტორი ალექსანდრე ხაჩიშვილია.

კომპანია ოფშორშია რეგისტრირებული. სავარაუდოდ “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოთხოვნილი თანხა, აღნიშნული კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა.

რუსთავი 2

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com