ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე: „სასამართლოზე კეზერაშვილის წარმომადგენელმა, შოთა მინდელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიზნესმენებისთვის   წართმეული თანხების გადაქაჩვა ობშორულ კომპანიებში ხდებოდა, მათ შორის 17 მილიონი  ლარი „ელიტ-ელიტრონიქსიდან“ გადაქაჩეს….“ (video)

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე: „სასამართლოზე კეზერაშვილის წარმომადგენელმა, შოთა მინდელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიზნესმენებისთვის   წართმეული თანხების გადაქაჩვა ობშორულ კომპანიებში ხდებოდა, მათ შორის 17 მილიონი  ლარი „ელიტ-ელიტრონიქსიდან“ გადაქაჩეს….“ (video)

თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება  გახმაურებული  სასამართლო პროცესი ელიტ-ელიტრონიქსის დამფუძნებელ  ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმესთან დაკავშირებით.

 დაიკითხა  დავით კეზერაშვილის წარმომადგენელი,„ელიტ-ელიტრონიქსის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი შოთა მინდელი.

აღსანიშნავია ის, რომ დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის  შოთა მინდელის დაკითხვისას   მკაფიოდ დადასტურდა  ნაციონალური მოძრაობის პერიოში   თუ რა  თაღლითური სქემა შედგა, სააკაშვილმა-კეზერაშვილსა და  „თიბისი“ ბანკს- ხაზარაძეს შორის.

 ზემოთ აღნიშნულმა სუბიექტებმა წინასწარ დაგეგმილი სცენარი განახორციელეს და ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს წარმატებული კომპანია „ელიტ-ელიტრონიქსი“ წაართვეს. შეკერილი საქმით ბიზნესმენს უკანონოდ დაარიცხეს 14 მილიონი ლარი, მუქარით,  ახლობლების დაჭერის  შანტაჟით  უკანონოდ არიცხული  თანხების უზრუნველსაყოფად 55% წილის გირავნობით საბანკო გარანტია გასცა  „თიბისი ბანკმა. ამის შემდეგ პროკურატურისა და სასამართლოს დახმარებითა და და ხელშეწყობით ერთ ღამეში უკანონოდ  მოახერხეს „ელიტ-ელიტრონიქსის“ მართვაში შესვლა და კომპანიის დასაკუთრება, ბიზნესმენი  ანზორ ქოქლაძე კი კომპანიიდან დაითხოვეს.

ამის შემდეგ  თიბისი“ ბანკმა  თავისვე დანიშნული ახალი დირექტორით შეგნებულად არ გადაიხადა კრედიტი, 500 000 ლარი და სწორედ ამ მოტივით ბანკმა  თავისვე შეფასებით 80 მილიონად ღირებული კომპანია „ელიტ-ელიტრონიქსი“გადაიფორმა 116 000 ლარად, შემდეგ კი გადასცა ნაციონალური ხელისუფლების ბიზნესმენების მმართველ დავით კეზერაშვილს, რომელიც დღესაც ებრაული და ობშორული კომპანიების სახელით ფლობს „ელიტ-ელიტრონიქსს“.

2010 წელს ნაციონალური მოძრაობის პროკურატურამ შეთითხნილი ბრალდებები  ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძის   ჩამოშორების მიზნით დააპატიმრეს და ის მხოლოდ ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გათავისუფლდა. უკვე 8 წელია ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე სამართლიანობისთვის იბრძვის.

 ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში იმედი აქვს  სასამართლო ობიექტურად შეაფასებს ყველა მტკიცებულებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება, „ეს საქმე იქნება ტესტი სამართლიანობის ადგენის პროცესის და სასამართლოს დამოუკიდებლობის.

 ვფიქრობ,  ვერც ხაზარაძისა და ვერც დავით კეზერაშვილის დიდი ფული ვერ გადაწონის უსამართლობის მხარეს“-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე. 

„სასამართლო დარწმუნდა, იმაში, რომ   ნაციონალურ რეჟიმს  თუ რა დანაშაულებრივი  სქემა ჰქონდა,  რათა დაუფლებოდნენ   წარმატებულ კომპანიას, მოხდა „ელიტ-ელიტრონიქსის“ მიტაცება, 2011 წელს ბრალი  შეთითხნული ბრალდებებით წარმიდგინეს ბრალი.

ბიზნესმენი,  რომელიც დაზარალებული ვარ,80 მილიონიანი ქონება წამართვეს,  ბრალდებულად გამომიყვანეს.დღეს არის ასე,  დამნაშავე დაზარალებულად არის წარმოდგენილი და მე,  რომელსაც ბიზნესი წამართვეს დამნაშავის სკამზე ვზივარ.

დღეს   სასამართლოზე  კეზერაშვილის წარმომადგენელმა შოთა მინდელმა   კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ობშორულ კომპანიებზე ხდებოდა  თანხების გადაქაჩვა, 17 მილიონი  ლარი იქნა ჩვენი კომპანიიდან გადაქაჩული. 

 იმედი მაქვს,  ამ ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის იზეიმებს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ჩემი სრული რეაბილიტაცია მოხდება.

სამართლიანობის აღდგენის  სიმბოლო  კი,  წართმეული  კომპანიის „ელიტ-ელიტრონიქსის“ დაბრუნება იქნება“-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.(იხ,ვიდეო).

თერ  ბალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com