ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბიბლიოთეკარები უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს დახმარებას სთხოვენ

ბიბლიოთეკარები უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს დახმარებას სთხოვენ

საქართველოს ადვოკატთა დამუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარეს, უფლებადამცველს ბატონ: გიორგი თევზაძეს თბილისის ბიბლიოთეკარების საინიციატივო ჯგუფი მიმართავს თვიანთი უფლებების დაცვის მიზნით მიწერილ წერილში აღნიშნულია:

ბატონო გიორგი,  2019 წლიდან კვლავ დაიწყო ბიბლიოთეკების მიმართ არასწორი ( არაკანონიერი) ინფორმირება . არაუფლებამოსილი პირი, აიპი-ს მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი, ხვდება ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და თხოვს ხელი მოაწერონ „ შეანხმებას“ ეს შეთანხმება არის წინსწრებადი, თავისი შინაარსით და არავითარი ძალა არ აქვს .

ნინია მაჭარაშვილი თანამშრომლებს აჩვენებს , ვითომ დარწმუნების მიზნით „ საქართველოს მთავრობის დადგენილება №131 2007 წლის 3 ივლისი“ ეს დადგენილება არის არაღსრულებული, ვადაგასული, გაუქმებული დადგენილება.

ნინია მაჭარაშვილი, რომელსაც არავითრი უფლება არ აქვს ასე ზეწოლით უხერხულობაში აყენებს თანამშრომლებს, შეხვედრის დროს ღებულობს მათგან უარს, მაგრამ მეორე დღეს ურეკავს და კიდევ თხოვს ხელის მოწერას ( აქედან ჩანს , რომ ასრულებს სხვის დავალებას . აქ აშკარად ჩანს სხვა დაინტერესება. თბილისის ბიბლიოთეკის თანამშრომლები უარს ამბობენ გაუქმდეს „ სსიპ-ის თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანება“ არ ვეთანხმებით ბიბლიოთეკების შერწყმას მულტიფუნქციურ ბილიოთეკებთან.

საქართველოში ბიბლიოთეკების განვითარების ისტორია ას წელზე მეტს ითვლის . ბიბლიოთეკა არის მაღალი სტატუსის დაწესებულება და ის აბსოლუტურად განსხვავდება, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისგან. ბატონო გიორგი , კიდევ ერთხელ მოგმართავთ დახმარების თხოვნით, დაგვეხმაროთ სამართლებრივად. ასევე მივმართავთ ქალაქის მერს, კახა კალაძეს,არ გააუქმოს „სსიპ-ის მთავარი ბილიოთეკების გაერთიანება“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com