ბექა წიქარიშვილი: „აქციებს გავაგრძელებთ და არცერთ დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ“ – GEOMEDIAPRESS.GE
ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბექა წიქარიშვილი: „აქციებს გავაგრძელებთ და არცერთ დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ“

ბექა წიქარიშვილი: „აქციებს გავაგრძელებთ და არცერთ დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ“

 “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აქციების გაგრძელებას აპირებენ და მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, რადგან წიქარიშვილის თქმით,  პრინციპული წინააღმდეგობა იყო სრულიად ყურითმოთრეული  მიზეზი.

დღეს მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არცერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენ გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპორომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება. ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა იყო სრულიად ყურითმოთრეულ მიზეზზე, თითქოს ნარკორეალიზაციას ვინმე აპრავებს ამ ქვეყანაში. ეს სიმართლე არ არის. რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური, თუმცა მომხმარებლები არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

პროვოკაცია თრუსოს ხეობაში

ახალი პროვოკაცია და საფრთხეები, რომელსაც საქართველო რუსეთიდან თრუსოს ხეობაში უნდა ელოდოს – დღეს დილას  ყაზბეგის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com